როგორ მკურნალობენ სახსრების დაავადებას?
დისექციური ოსტეოქონდრიტი არის სახსრების დაავადება, რომლის დროსაც სახსრის ხრტილი კვდება სისხლის არასათანადო მიმოქცევის გამო.
დაავადებით, როგორც წესი, ავადობენ ბავშვები და ახალგაზრდები.
სიმპტომები ჩნდება სახსარზე მიყენებული ტრავმის შედეგად და დისკომფორტი მაშინაც კი შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც დაზიანების მიღების შემდეგ დიდი დროა გასული.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ზიანდება მუხლი, თუმცა პათოლოგიური პროცესი სავსებით მოსალოდნელია ჩამოყალიბდეს იდაყვის, კოჭისა და სხვა სახსრის არეშიც.
დიაგნოსტირების მეთოდებია:
- ფიზიკური გამოკვლევა;
- რენტგენი;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია.
მკურნალობა
მკურნალობის კურსის ძირითადი მიზანია აღდგეს დაზიანებული სახსრის ნორმალური ფუნქციონირება, შემსუბუქდეს ტკივილი, მინიმუმამდე შემცირდეს ოსტეოართრიტის ჩამოყალიბების რისკი.
აუცილებელია სახსრის დასვენება, აკრძალულია ნებისმიერი ისეთი აქტივობა, რომელიც დაამძიმებს მდგომარეობას.
სასარგებლოა ფიზიოთერაპია.
ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც აშრევებული ფრაგმენტი გადაადგილდება და მოყვება სახსრის მოძრავ ელემენტებს შორის ან იმ კლინიკურ შემთხვევებში, როცა ტკივილი იძენს მუდმივ ხასიათს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/osteochondritis-
dissecans/diagnosis-treatment/drc-20375891