გამომწვევი მიზეზი.
ხორხის ნერვული იმპულსების დაზიანების შედეგად ხმოვანი იოგების დამბლა ვითარდება.
ექიმებისთვის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. სავარაუდო გამომწვევი მიზეზებია:
- ქირურგიული ჩარევის დროს ხმოვანი იოგების დაზიანება;
- კისრის ან გულმკერდის ტრავმა;
- ინსულტი;
- სიმსივნე;
- ინფექციები;
- ნევროლოგიური მდგომარეობები (გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება).
რისკ-ფაქტორები
გარკვეული ფაქტორების გამო ხმოვანი იოგების დამბლის რისკი მაღალია.
საყურადღებო რისკ-ფაქტორებია:
- ოპერაცია ყელის ან გულმკერდის არეში;
- ანამნეზში ნევროლოგიური პათოლოგიით ავადობა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vocal-cord-paralysis/symptoms-
causes/syc-20378873