რატომ ყალიბდება ხმოვანი იოგების დამბლა?

რატომ ყალიბდება ხმოვანი იოგების დამბლა?

გამომწვევი მიზეზი.

ხორხის ნერვული იმპულსების დაზიანების შედეგად ხმოვანი იოგების დამბლა ვითარდება.

ექიმებისთვის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. სავარაუდო გამომწვევი მიზეზებია:

  •  ქირურგიული ჩარევის დროს ხმოვანი იოგების დაზიანება;
  •  კისრის ან გულმკერდის ტრავმა;
  •  ინსულტი;
  •  სიმსივნე;
  •  ინფექციები;
  •  ნევროლოგიური მდგომარეობები (გაფანტული სკლეროზი, პარკინსონის დაავადება).

რისკ-ფაქტორები

გარკვეული ფაქტორების გამო ხმოვანი იოგების დამბლის რისკი მაღალია.

საყურადღებო რისკ-ფაქტორებია:

  •  ოპერაცია ყელის ან გულმკერდის არეში;
  •  ანამნეზში ნევროლოგიური პათოლოგიით ავადობა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vocal-cord-paralysis/symptoms-
causes/syc-20378873