რა მეთოდებით ხდება კვებითი ალერგიის დიაგნოსტირება?
როდესაც საქმე კვებითი ალერგიის დიაგნოზს ეხება ერთი კონკრეტული და სრულყოფილი ტესტი არ არსებობს. დიაგნოსტირებისთვის ალერგოლოგს სჭირდება არაერთი კვლევითი მეთოდი.
ანამნეზის სწორად შეკრებას, კვებითი დღიურის წარმოებას გადამწყვეტი როლი ენიჭება - კარგი იქნება თუ ზუსტად მიუთითებთ რომელი პროდუქტის მიმართ გამოგივლინდათ სიმპტომები და როდის.
დიაგნოსტირება შესაძლებელია ამ მეთოდებით:
- ექიმი შეისწავლის სიმპტომებს, დაინტერესდება თუ რომელმა პროდუქტმა და რა რაოდენობის მიღების შემდეგ გამოიწვია ნიშნები;
- ალერგიით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- ფიზიკური გამოკვლევა;
- კანის ალერგიული სინჯი;
- სისხლის ანალიზი;
- კვების რაციონის კონტროლი, მაგალითად, ალერგოლოგი გეტყვით თუ რა ვადის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ კონკრეტული პროდუქტი.დაკვირვებითა და გამორიცხვის მეთოდით უნდა გამოვლინდეს ალერგენი. შედეგად ალერგენულ საკვებს რაციონიდან ამოიღებთ;
- შესაძლოა დაინიშნოს კიდევ ერთი ტესტი, რომლის დროსაც პაციენტს აძლევენ კვებით ალერგენს მზარდი დოზებით, განსაზღვრული ინტერვალით.
დიაგნოსტირების მეთოდებს ექიმი ადგენს კონკრეტული კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე! თუ ანამნეზში დასტურდება მძიმე ალერგიული რეაქცია ალერგოლოგი შეარჩევს შესაბამის საშუალებას დიაგნოსტირებისთვის.
რაც შეეხება მკურნალობას - ერთადერთი გზა იმისა, რომ თავი დაიცვათ ალერგიული რეაქციისგან არის უარი თქვათ, არ მიირთვათ სიმპტომების გამომწვევი პროდუქტი. კვებითი ალერგიის დროს უნდა გაითვალისწინოთ მკურნალი ალერგოლოგის ყველა მითითება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/food-allergy/diagnosis-treatment/drc-
20355101