როგორ რეაგირებს სხვადასხვა ორგანო თქვენს განწყობაზე?
ბედნიერება, მხიარულება, პოზიტიური გუნება-განწყობილება დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ბედნიერება სერიოზულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. ქრონიკული სტრესი, ხანგრძლივი უარყოფითი განწყობა მავნებელია და სამწუხაროდ, არაერთი უსიამოვნო სიმპტომისა თუ პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბების წინაპირობაა.
თუ გარკვეული მიზეზების გამო დღეს თავს ბედნიერად არ გრძნობთ, ცუდ განწყობაზე ხართ, გახსოვდეთ, ხვალ უკეთესი დილა გათენდება და წარმოგიდგენთ იმ არაერთ სასიამოვნო მიზეზს თუ რატომ უნდა გაუღიმოთ საკუთარ თავს სარკეში.
როდესაც ადამიანი ბედნიერია, აი, ასე რეაგირებს ორგანიზმი:
- მშვიდად სძინავს, არ აწუხებს უძილობა, ძილთან დაკავშირებული პრობლემები;
- არტერიული წნევის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, შესაბამისად, ადამიანი დაცულია ყველა იმ პათოლოგიისგან, რომელიც მაღალი წნევის გამო ჩნდება;
- იმუნიტეტი ძლიერია, იმუნური სისტემა გაცილებით მარტივად უმკლავდება ვირუსებს, ბაქტერიებს;
- დიაბეტის სიმპტომების მართვა მარტივდება;
- კარგ განწყობაზე მყოფ ადამიანს ვარჯიში არ ეზარება, ხოლო ფიზიკური აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილია;
- მცირდება ინსულტის განვითარების რისკი;
- ბედნიერი ადამიანის ორგანიზმში ჭრილობები გაცილებით სწრაფად ხორცდება;
- ბედნიერების გამო არ გრძნობთ სტრესსა თუ მოწყენილობას, შესაბამისად, აღარ გიზიდავთ არაჯანსაღი პროდუქტები. დიახ, კარგ განწყობაზე მყოფი პირი უპირატესობას ანიჭებს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს;
- ბედნიერება აუცილებელია გულისთვის;
- უმჯობესდება კანის სტრუქტურა.
წყარო:
https://www.healthdigest.com/271606/when-youre-happy-this-is-what-really-
happens-to-your-body/