თუ ბავშვს აწუხებს ხერხემლის პრობლემები - შესაძლებლობა გეძლევათ გაიაროთ ცნობილი თურქი ნეიროქირურგის კონსულტაცია ქვეყნიდან გაუსვლელად

თუ ბავშვს აწუხებს ხერხემლის პრობლემები - შესაძლებლობა გეძლევათ გაიაროთ ცნობილი თურქი ნეიროქირურგის კონსულტაცია ქვეყნიდან გაუსვლელად

ძვირფასო მშობლებო, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გაუშვათ ხელიდან.

თუ თქვენს პატარას აწუხებს ხერხემლის პრობლემები ან უკვე დაუსვეს რომელიმე ნეიროქირურგიული დაავადების დიაგნოზი!

მხოლოდ 2 დღით შესაძლებლობა გეძლევათ თქვენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასებინოთ თურქეთში მოღვაწე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ცნობილ ნეიროქირურგს.

9 და 10 სექტემბერს, თბილისში, აი-ლაბ I-Lab-ში კონსულტაციას ჩაატარებს თურქული კლინიკათა ქსელის "მემორიალის" (Memorial Hospitals Group) პროფესორი ონურ იამანი.

ასაკი შეზღუდული არ არის - კონსულტაციაზე მივიღებთ ახალშობილებსაც.

პატარა ადამიანს ჩვენს კლინიკაში ელის მშვიდი და კომფორტული გარემო.

დაგვიკავშირდით და ქვეყნიდან გაუსვლელად მოისმინეთ მსოფლიო ჯანდაცვის სექტორის ლიდერი კლინიკათა ქსელის მედიკოსის მეორე აზრი, რეკომენდაცია და მიიღეთ პასუხი თქვენთვის საინტერესო/მნიშვნელოვან ყველა შეკითხვაზე.

დაგვიკავშირდით თუ ბავშვს აქვს შემდეგი დიაგნოზი:

  •  ხერხემლის დეფორმაცია;
  •  სკოლიოზი;
  •  კიფოზი;
  •  ხერხემლის ინფექცია;
  •  თანდაყოლილი ანომალიები;
  •  ხერხემლისა და ზურგის ტვინის სიმსივნე;
  •  დისკის თიაქარი;
  •  ლისთეზი და სხვა ნებისმიერი ნეიროქირურგიული პრობლემა.

დაგვიკავშირდით თუ პატარა უჩივის შემდეგ სიმპტომებს:

  •  ტკივილი და დისკომფორტი ზურგის არეში;
  •  ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე კიდურებში;
  •  შარდის შეუკავებლობა;
  •  დეფეკაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა ნებისმიერი სახის ჩივილი.

კონსულტაციაზე თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დოკუმენტაცია (ფორმა 100, რადიოლოგიური კვლევები დასკვნებთან ერთად და ა.შ.) თურქულ ან ინგლისურ ენებზე.

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია - დაგვიკავშირდით ახლავე!

ბატონი ონური გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თურქი ნეიროქირურგი, რომლის დახმარებითაც უამრავი პაციენტი
გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები პაციენტები მხოლოდ მას ანდობენ ურთულეს ქირურგიულ მანიპულაციებს ხერხემლის არეში. პროფესორი გახლავთ არაერთი ცნობილი სამედიცინო ორგანიზაციის საპატიო წევრი.