რა გართულებებს იწვევს ჰიპოგონადიზმი მამაკაცის  ორგანიზმში?

რა გართულებებს იწვევს ჰიპოგონადიზმი მამაკაცის ორგანიზმში?

ჰიპოგონადიზმი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ წარმოქმნის საკმარისი რაოდენობის ტესტოსტერონს.

აღნიშნული პათოლოგიის გამო შესაძლოა ვერ წარმოიქმნას საკმარისი სპერმა ან ორივე დარღვევა ერთად გამოვლინდეს.

ჰიპოგონადიზმის რისკ-ფაქტორებია:

  •  ასაკის მატება;
  •  სიმსუქნე;
  •  კვების უკმარისობა;
  •  ანამნეზში ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია.

პათოლოგია შესაძლოა იყოს მემკვიდრეობითი. ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს თუ სტატიაში წარმოდგენილი რისკ-ფაქტორებით ოჯახში ხშირად ავადობენ, ანუ გამოკვეთილია ოჯახური სამედიცინო ისტორია.

ჰიპოგონადიზმის მკურნალობა აუცილებელია, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში მდგომარეობა მძიმდება.
არანამკურნალებელი ჰიპოგონადიზმის გართულება განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ როდის, ანუ პაციენტის ცხოვრების რომელ ეტაპზე (ნაყოფის ჩამოყალიბებისას, გარდატეხის თუ ზრდასრულ ასაკში) განვითარდა.

გართულებული კლინიკური შემთხვევების მაგალითებია:

  •  პათოლოგიური სასქესო ორგანო;
  •  გინეკომასტია (მკერდის ზრდა მამაკაცებში);
  •  უნაყოფობა;
  •  ერექციული დისფუნქცია;
  •  ოსტეოპოროზი;
  •  დაბალი თვითშეფასება.

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/male-hypogonadism/symptoms-
causes/syc-20354881