როდესაც ადამიანი ისეთ სუნს გრძნობს, რომელიც  რეალურად არ არსებობს

როდესაც ადამიანი ისეთ სუნს გრძნობს, რომელიც რეალურად არ არსებობს

რა არის ფანტოსმია?

ფანტოსმია სამედიცინო ტერმინია, რომელსაც ექიმი მაშინ იყენებს, როდესაც პაციენტი გრძნობს ისეთ სურნელს, რომელიც რეალურად გარემოში არ არის.

ყნოსვითი ჰალუცინაციის გამო პაციენტი შეიძლება გრძნობდეს უსიამოვნო სუნს, მაგალითად, დამწვრის, მეტალის, ობის, თამბაქოს, ლპობის, ქიმიური ნივთიერების.

ფანტოსმია შესაძლოა ჩამოყალიბდეს ტვინის ან ნერვული სისტემის დაავადებების (მაგალითად, შაკიკი, ინსულტი, შიზოფრენია), ან სინუსიტის გამო.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ადამიანს უჭირს ზუსტად გამოხატოს თუ რისი სუნი აწუხებს ან სავსებით შესაძლებელია ეს სურნელი ადრე არ უგრძვნია და ვერაფერს უკავშირებს.

რასაკვირველია, ფანტოსმიის გამო მნიშვნელოვნად ქვეითდება პიროვნების ცხოვრების ხარისხი და სამწუხაროდ, ჯანმრთელობაზეც უარყოფით კვალს ტოვებს - უსიამოვნო სუნის გამო სავსებით მოსალოდნელია პაციენტმა დაკარგოს მადა, შესაბამისად, დაიკლოს წონა.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ფანტოსმია საშიში არ არის და თავისით იკურნება, თუმცა ზოგჯერ რომელიმე პათოლოგიური პროცესის გამოვლინებაა; სწორედ ამიტომ ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების მიზნით, რეკომენდებულია სიმპტომის გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს - დროული დიაგნოსტირების ფონზე დაავადება გაცილებით ეფექტურად მართვადია.

წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/322698