საშიშია თუ არა თითების კანკალი?
კანკალს, თრთოლვას სამედიცინო ენაზე ფასციკულაცია ეწოდება და ჩნდება სხეულის ნებისმიერ კუნთოვან არეზე, მათ შორის თითებზეც.
თითების კანკალის გამო ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ეგონოს, რომ ეს დისკომფორტი რომელიმე ნევროლოგიური დარღვევის სიმპტომია. თუმცა თუ
კანკალს თან არ ახლავს სხვა რომელიმე სიმპტომი, საშიში ნამდვილად არაფერია. კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა შესაძლოა ჩამოყალიბდეს ისეთი ფაქტორების ფონზე როგორიცაა დაღლილობა, ფიზიკური გადაძაბვა და თქვენ წარმოიდგინეთ დიდი რაოდენობით კოფეინის გამოც კი.
კუნთების კანკალის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი);
- მაგნიუმის დეფიციტი (თან ახლავს შესაბამისი სიმპტომები);
- E ვიტამინის დეფიციტი (თან ახლავს შესაბამისი სიმპტომები);
- ესენციური ტრემორი (თან ახლავს შესაბამისი სიმპტომები);
- ჰიპერპარათირეოზი (თან ახლავს შესაბამისი სიმპტომები);
- ტურეტის სინდრომი (თან ახლავს შესაბამისი სიმპტომები);
- პარკინსონის დაავადება (თან ახლავს შესაბამისი სიმპტომები);
- ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (თან ახლავს შესაბამისი სიმპტომები).
როდის მივმართოთ ექიმს?
როგორც უკვე მოგახსენეთ, თუ თითების კანკალს თან სხვა რომელიმე სიმპტომი არ ერთვის, საშიში არაფერია.
პრაქტიკულად ჯანმრთელ ახალგაზრდებში თითების კანკალი შესაძლოა იყოს ზედმეტი გადატვირთვის სიმპტომი. მაგალითად, ახალგაზრდები რეკომენდებულზე დიდ დროს უთმობენ მობილურებს, კომპიუტერებს, ვიდეო თამაშებს.
თუ კანკალი არ ალაგდა, დიდხანს გაწუხებთ და ვერაფერს უკავშირებთ (ანუ არ იცით გამომწვევი მიზეზი) მიმართეთ ექიმს; მედიკოსი დაადგენს ხომ არ განვითარდა რომელიმე ნევროლოგიური პათოლოგია.
ამასთან, მიმართეთ ექიმს თუ კანკალი ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში ან მის გამო დაგიქვეითდათ ცხოვრების ხარისხი.
ზოგიერთ შემთხვევაში მკურნალობის ერთადერთი მეთოდი დასვენებაა, ხოლო ზოგჯერ სამედიცინო ჩარევაა საჭირო.