ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 23 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 73 657 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 689 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 31 972 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 384 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 32 111 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 038 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 5 101 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 143 გარდაიცვალა, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 632 და დაიღუპა 25, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 2 127 და დაიღუპა 71 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 714 ადამიანი და დაიღუპა 28.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: