რა არის ფსორიაზული ართრიტი?
ფსორიაზული ართრიტი არის ართრიტის ფორმა, რომელიც ფსორიაზის მქონე პირებში გვხვდება. ბევრ პაციენტს ფსორიაზი გაცილებით ადრე უვითარდება და შემდეგ ჩნდება ფსორიაზული ართრიტი. თუმცა ზოგჯერ სახსრის პრობლემები ყალიბდება კანის დაზიანებამდეც.
დაავადების ძირითადი სიმპტომები სახსრის ტკივილი, გაშეშება და შეშუპებაა. ნიშნები შესაძლოა გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ არეში.
როგორც ფსორიაზის, ისე ფსორიაზული ართრიტის დიაგნოზის დროს დაავადება ციკლურობით გამოირჩევა და ხასიათდება რემისიული პერიოდებით.
ფსორიაზული ართრიტის სრული განკურნების მეთოდი უცნობია. მკურნალობის კურსის ძირითადი მიზანი სიმპტომების შემსუბუქება და სახსრის დაზიანების პრევენციაა. არანამკურნალებელ კლინიკურ შემთხვევებში, პათოლოგიური პროცესის ფონზე, მნიშვნელოვნად ქვეითდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი.
ფსორიაზული ართრიტის ნიშნებია:
- ხელისა და ფეხის თითების შეშუპება;
- ფეხის ტკივილი;
- წელის ტკივილი;
- ფრჩხილების ცვლილება;
- თვალის ანთება.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ უკვე გაქვთ ფსორიაზის დიაგნოზი უნდა დააკვირდეთ ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას, არ გამოგეპაროთ უჩვეულო სიმპტომები.
თუ შენიშნეთ სახსრის ტკივილი აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გაითვალისწინეთ, ფსორიაზული ართრიტის გამო, არანამკურნალებელ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზრდება სახსრის დაზიანების რისკი.
გამომწვევი მიზეზი
ფსორიაზული ართრიტი ყალიბდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა თავს ესხმის ჯანსაღ უჯრედებსა და ქსოვილებს. იმუნური რეაქცია იწვევს ანთებას სახსრებში, კანის უჯრედების სწრაფ გამრავლებას უწყობს ხელს.
რასაკვირველია, გარკვეულ როლს თამაშობს გენეტიკური და გარემო ფაქტორები.
გენეტიკურად მიდრეკილ ადამიანებში ფსორიაზული ართრიტის ჩამოყალიბების მაპროვოცირებელი რისკ-ფაქტორი შესაძლოა იყოს ფიზიკური ტრავმა, ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/psoriatic-arthritis/symptoms-
causes/syc-20354076