გულის დაავადებები

გულის დაავადებები

ტერმინი გულის დაავადება მოიცავს იმ არაერთ პათოლოგიას, რომელიც გულს ვნებს.

გულის დაავადებებია:

  •  კორონარული არტერიების დაავადება;
  •  არითმია;
  •  თანდაყოლილი გულის დეფექტი;
  •  გულის სარქველის დაავადება;
  •  გულის კუნთის დაავადება;
  •  გულის ინფექცია.

კარდიოლოგები ადასტურებენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილის დახმარებით გულის არაერთი დაავადების პრევენცია თუ მკურნალობაა შესაძლებელი.

სიმპტომები

გულის დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე თუ გულის დაავადების რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე, განვიხილოთ დეტალურად.

სისხლძარღვების დაავადების (ათეროსკლეროზული დაავადება) სიმპტომებია:

  •  ტკივილი გულმკერდის არეში;
  •  სუნთქვის უკმარისობა;
  •  ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე ან სიცივე ფეხებში, ან ხელებში;
  •  ტკივილი კისრის, ყბის, ყელის, მუცლის ზედა ან ზურგის არეში.

არითმიის სიმპტომებია:

  •  გულის ფრიალი;
  •  ტაქიკარდია;
  •  ბრადიკარდია;
  •  გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში;
  •  სუნთქვის უკმარისობა;
  •  თავბრუსხვევა;
  •  გულის წასვლის შეგრძნება.

გულის თანდაყოლილი მანკის სიმპტომებია:

  •  კანის ლურჯი ან ფერმკრთალი შეფერილობა;
  •  შეშუპება ფეხების, მუცლის არეში ან თვალების გარშემო;
  •  ჩვილებში ვლინდება სუნთქვის უკმარისობა (კვების დროს), რაც გამოიხატება იმით, რომ პატარას უჭირს წონის მომატება.

კარდიომიოპათიის სიმპტომებია:

  •  ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს ან მაშინაც კი, როცა ისვენებთ;
  •  ფეხების შეშუპება;
  •  დაღლილობა;
  •  არარეგულარული გულისცემა;
  •  თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება.

გულის ინფექციის სიმპტომებია:

  •  სიცხე;
  •  სუნთქვის უკმარისობა;
  •  სისუსტე ან დაღლილობა;
  •  ფეხების ან მუცლის შეშუპება;
  •  გულის რიტმის შეცვლა;
  •  მშრალი ან ქრონიკული ხველა;
  •  გამონაყარი ან უჩვეულო ლაქები.

თუ დაზიანდა გულის სარქველი, ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  დაღლილობა;
  •  სუნთქვის უკმარისობა;
  •  არარეგულარული გულისცემა;
  •  ფეხების შეშუპება;
  •  ტკივილი გულმკერდის არეში;
  •  გულის წასვლა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/heart-disease/symptoms-causes/syc-
20353118