14 მაისს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება ჩატარდა ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრისა და მისი შვილობილი კომპანია აი-ლაბ I-Lab Acibadem Labmed-ის ორგანიზებით.
კონფერენციის თანამონაწილე გახლდათ ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, დავით ტატიშვილის კლინიკა. კონფერენცია ეძღვნებოდა კუჭისა და კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მედიკოსები - ღონისძიებას ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული ქვეყნის წამყვანი ონკოლოგები, გასტროენტეროლოგები, ქირურგები, ზოგადი პროფილის ექიმები.
სპეციალურად ღონისძიებისთვის, მოწვეული სტუმრებისთვის, დამზადდა თურქული კლინიკათა ქსელის "აჯიბადემის" ბრენდირებული კალმები, ბუკლეტები, სარეკომენდაციო ფლაერები, ბროშურები.
კონფერენციის დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე ნეფარიძემ.
"ძვირფასო სტუმრებო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ჩვენი ორგანიზაცია სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიაში წლებია წარმატებით მოღვაწეობს. ჩვენი გუნდის წარმატებული საქმიანობის პირდაპირი მარკერია ათასობით გამოჯანმრთელებული და სწორად დაკვალიანებული პაციენტი. ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი ცნობილი სამედიცინო ცენტრების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნებია: თურქეთი, იტალია, აშშ, გერმანია, ისრაელი, უკრაინა, ესპანეთი, ინდოეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და სხვა, შესაბამისად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ამ ქვეყნების ყველაზე ცნობილ მრავალპროფილურ კლინიკებთან. გახლავართ ევროპის საერთაშორისო ტურიზმის ასოციაციის წევრი. ვეხმარებით როგორც ქართველ, ისე უცხოელ პაციენტებს - ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს მკურნალობისთვის საჭირო ყველა საბუთის მომზადებას. ყოველდღე ათობით პაციენტს და პაციენტის ახლობელს ვაკავშირებთ უცხოელ სპეციალისტთან დიაგნოზის, დანიშნული კურსისა თუ ალტერნატიული მკურნალობის მეთოდების შესახებ მეორე აზრის გაცნობის მიზნით. ჩვენი ოქროს პარტნიორია თურქული კლინიკათა ქსელი "აჯიბადემი". ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში "აჯიბადემში" სამკურნალოდ ვგზავნით საქართველოს მოქალაქეებს, ამასთან, თბილისში კონსულტაციისთვის ვიწვევთ კლინიკის ყველაზე ცნობილ და წარმატებულ ექიმებს. სწორედ გუშინ ჩატარდა მორიგი კონსულტაცია ჩვენს კლინიკაში და ამჯერადაც უამრავი პაციენტი გვეწვია" - განაცხადა ქალბატონმა ეკატერინემ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის მენეჯერმა ქეთევან მიშველაძემ. ქალბატონმა ქეთევანმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შესახებ, კერძოდ, ისაუბრა კლინიკის მისიაზე, პრინციპებსა და მიზნებზე, პარტნიორ სამედიცინო ცენტრებზე, სამედიცინო ტურიზმის სექტორში ორგანიზაციის მიღწევებსა და გამოწვევებზე, სამომავლო სამოქმედო გეგმაზე.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სტუმრებმა მოისმინეს თურქული კლინიკათა ქსელის "აჯიბადემის" მოწვეული პროფესორების ოზლემ ერისა და გურჰან შიშმანის მოხსენება.
ცნობილმა თურქმა ექიმებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება როგორიცაა:
- ბიომარკერით მართვადი (ბიომარკერზე ორიენტირებული, დაფუძნებული) მკურნალობის კურსი კუჭისა და კოლორექტალური მეტასტაზური კიბოს დროს;
- თერაპიული ენდოსკოპიური მკურნალობის მეთოდები კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეულ სტადიაზე.
მომხსენებლებმა პრეზენტაციაზე, ფოტო და ვიდეო მასალის ფონზე, მიმოიხილეს საინტერესო და იშვიათი კლინიკური შემთხვევები.
ღონისძიება დაგვირგვინდა საზეიმო სადილით.