ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 19 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 81 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 463 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 35 300 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 737 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 37 589 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 516 ადამიანის სიცოცხლე, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 859 და დაიღუპა 23, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 4 008 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 124 გარდაიცვალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 2 028 და დაიღუპა 51 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 788 ადამიანი და დაიღუპა 12.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: