არ გამოგეპაროთ სიმპტომები.
ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შფოთვისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა თუ ეს დისკომფორტი ქრონიკული ფორმისაა საყურადღებოა და აუცილებელია მდგომარეობა შეაფასოს ექიმმა.
შფოთვის გამო ადამიანი დაძაბული და შეშინებულია, ნერვიულობს და სტრესში ვარდება სრულიად უწყინარი, უმნიშვნელო ყოფითი სიტუაციების ფონზე.
შფოთვის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს არაერთი ფაქტორი და მათ შორის ტრავმა, სტრესი, მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ფიზიკური პათოლოგიები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
შფოთვისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- ნერვიულობა;
- დაძაბულობა;
- მოუსვენრობა;
- პანიკა;
- საფრთხის შეგრძნება;
- აჩქარებული პულსი;
- სწრაფი სუნთქვა;
- ძლიერი ოფლიანობა;
- კანკალი;
- კუნთების კრუნჩხვა;
- სისუსტე;
- მოდუნება, ძილის სურვილი;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- უძილობა;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები;
- ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოერიდოს შფოთვის გამომწვევ მიზეზს;
- აკვიატებული აზრები;
- დაღლილობა;
- პაციენტს უჭირს დარდის, მღელვარების, ნერვიულობის განცდის კონტროლი.