ჰიპოგონადიზმი მამაკაცებში.
ჰიპოგონადიზმი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც მამაკაცის ორგანიზმში ვერ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობის ჰორმონი ტესტოსტერონი ან სპერმა, ან ორივე ერთად.
მამაკაცი შესაძლოა დაიბადოს ამ დიაგნოზით ან დროთა განმავლობაში განუვითარდეს.
შეძენილი ჰიპოგონადიზმის გამომწვევი მიზეზებია ტრავმა ან ინფექცია.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდად გამოიყენება ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპია.
სიმპტომები
ჰიპოგონადიზმი შესაძლოა გამოვლინდეს ნაყოფის ჩამოყალიბების, ემბრიონის განვითარების დროს, გარდატეხის ასაკამდე ან ზრდასრულ ასაკში. სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია განვითარების დროზე.
ემბრიონის განვითარების დროს, ბავშვს, რომელიც გენეტიკურად მამრობითი სქესისაა, უვლინდება შემდეგი სიმპტომები:
- ქალის სასქესო ორგანოები;
- სასქესო ორგანო, რომელსაც ზუსტ სქესს ვერ მიაკუთვნებთ, ანუ გაურკვეველია, არც მამაკაცისთვისაა დამახასიათებელი და არც ქალისთვის;
- არასრულად განვითარებული მამაკაცის გენიტალიები.
თუ ჰიპოგონადიზმი გარდატეხის ასაკში ყალიბდება, გამოხატულია შემდეგი ნიშნებით:
- საკმარისად არ ვითარდება კუნთოვანი მასა;
- მოზარდს არ აქვს ბოხი ხმა;
- სხეულსა და სახეზე არ ჩნდება თმა;
- სათანადოდ არ ვითარდება პენისი და სათესლე ჯირკვლები;
- სხეულის სხვა არესთან შედარებით თმა ჭარბად იზრდება ფეხებსა და მკლავებზე;
- იზრდება მკერდი.
ზრდასრული მამაკაცის ორგანიზმში პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს შემდეგი ნიშნებით:
- ინტიმური კავშირის დაქვეითებული სურვილი;
- დაქვეითებული ენერგია;
- დეპრესია;
- ერექციული დისფუნქცია;
- უნაყოფობა;
- სახეზე წვერისა და ტანზე თმის რაოდენობა მცირდება;
- კუნთოვანი მასის შემცირება;
- მკერდის ქსოვილის ზრდა;
- ძვლის მასის განლევა;
- ალები;
- კონცენტრაციის დაქვეითება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/male-hypogonadism/symptoms-
causes/syc-20354881