რას ნიშნავს ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი?
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის გამო ადამიანს აქვს მოშარდვის ხშირი სურვილი.
საპირფარეშოთი სარგებლობის მოთხოვნილება უეცრად ჩნდება და სურვილი იმდენად ძლიერია პირი შარდის ბუშტზე კონტროლს კარგავს, უნებლიედ შარდავს.
ხშირი მოშარდვის სურვილმა შესაძლოა შეგაწუხოთ როგორც ღამით, ისე დღის განმავლობაში.
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის ფონზე მნიშვნელოვნად იზღუდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი, მაგალითად, უხერხულობის შიშით სავსებით მოსალოდნელია უარი თქვას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნაზე,
შეზღუდოს სოციალური აქტივობები, არ წავიდეს სამსახურში; სწორედ ამიტომ აუცილებელია სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს - თანამედროვე მედიცინას თქვენი დახმარება შეუძლია. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სიმპტომების შემსუბუქება ცხოვრების რიტმის შეცვლითაც (მაგალითად, რაციონში სითხის რაოდენობის შეზღუდვა, დროის კონკრეტულ მონაკვეთში შარდის ბუშტის დაცლა, მენჯის ფუძის დახმარებით შარდის შეკავება და სხვა) შესაძლებელია - დროულად მიმართეთ ექიმს და გათავისუფლდით დისკომფორტისგან.
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომებია:
- უეცარი მოშარდვის სურვილი, რომლის კონტროლიც რთულია;
- შარდის ბუშტის უნებლიე დაცლა;
- ხშირი შარდვა - 24 საათში 8-ჯერ ან მეტჯერ;
- მოშარდვის მიზნით ღამის განმავლობაში ორჯერ ან მეტჯერ გიწევთ გაღვიძება.
გამომწვევი მიზეზი
ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის გამომწვევი მიზეზია შარდის ბუშტის კუნთების უნებლიე შეკუმშვა და მაშინაც კი თუ შარდის ბუშტში შარდის რაოდენობა დაბალია. სწორედ ამ უნებლიე შეკუმშვების გამო ჩნდება მოშარდვის უცაბედი სურვილი.
სიმპტომები შესაძლოა ყალიბდებოდეს შემდეგი მდგომარეობების გამო:
- ნევროლოგიური დარღვევები, მაგალითად, ინსულტი და გაფანტული სკლეროზი;
- დიაბეტი;
- საშარდე გზების ინფექციები;
- მენოპაუზის გამო გამოვლენილი ჰორმონული ცვლილებები;
- პათოლოგიური პროცესები შარდის ბუშტში;
- ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი);
- დიდი რაოდენობით კოფეინი ან ალკოჰოლი;
- ასაკის მატება;
- მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის გამოც გიჭირთ დროულად შეხვიდეთ საპირფარეშოში;
- შარდის ბუშტის არასრულად დაცლა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/overactive-bladder/symptoms-
causes/syc-20355715