ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 21 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 83 007 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 109 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 38 143 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 756 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 34 869 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 071 ადამიანის სიცოცხლე, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 2 069 და დაიღუპა 37, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 5 037 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 137 გარდაიცვალა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 2 094 და დაიღუპა 66 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 795 ადამიანი და დაიღუპა 42.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: