რატომ გვეძინება, როდესაც მოწყენილები ვართ?

რატომ გვეძინება, როდესაც მოწყენილები ვართ?

ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანს მოწყენილობისას ეძინება.

შეგიმჩნევიათ, რომ თუ ისეთ გარემოში იმყოფებით, სადაც მოწყენილობისგან ყოველ წამს ითვლით, ხშირად ამთქნარებთ და ლოგინში ძილი გენატრებათ?

ცნობისათვის, ტვინის კონკრეტული უბანი გვეხმარება სასიამოვნო გარემოში თავი კარგად ვიგრძნოთ, ვიმხიარულოთ, ხოლო მოწყენილობისას სწორედ ეს არეcგვიბიძგებს ძილისკენ. ტვინის ეს ნაწილი მჭიდროდაა დაფარულიcრეცეპტორებით.

ტვინში გარკვეული უბანი მოტივაციისკენ და სიამოვნების მიღებისკენcგვიბიძგებს. თუმცა მოწყენილობისას ტვინი გარკვეულ სიგნალებს გზავნის და ორგანიზმს დაძინებისკენ მიუთითებს. ეს ნეირონები იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს უჭირს სიგნალების ერთმანეთისგან განსხვავება, შესაბამისად, ისეთივე განცდა იქმნება როგორიც ბუნებრივი ძილის პროცესის დროს.

ტვინის წინა არეში მდებარე უჯრედის ბირთვს ძილის შეგრძნების გამოწვევა მარტივად შეუძლია. იგი მთავარ როლს თამაშობს ე.წ. ტვინის ჯილდოს სისტემაში, რომელიც სხეულში დოპამინს წარმოქმნის. აღნიშნული ჰორმონი მაშინ გამომუშავდება, როდესაც თავს კარგად გრძნობთ, ხოლო თუ ტვინის სიამოვნების ცენტრი სტიმულირების გარეშე რჩება, დაღლილობის შეგრძნება ყალიბდება.

მოწყენილობით გამოწვეული ძილის შეგრძნებისგან ყავა გიხსნით, თუმცა მხოლოდ კოფეინი შესაძლოა ვერ დაგეხმაროთ. რეკომენდებულია თუნდაც რამდენიმე წუთით სკამიდან წამოდგეთ და ფეხით ოთახში გაიაროთ - თუ თანამშრომლის გაკვირვებულ მზერას იგრძნობთ უთხარით, რომ წელი გტკივათ, მოგეხსენებათ, ეს ძალიან გავრცელებული ჩივილია. სასურველია დღის განმავლობაში მიიღოთ რეკომენდებული დოზით წყალი.

წყარო:
https://www.thehealthy.com/sleep/why-we-fall-asleep-when-bored/