გაითვალისწინეთ რამდენიმე რეკომენდაცია.
თუ წინა ღამით მეგობრებთან ერთად წვეულებაზე გაერთეთ ან სხვა მიზეზით მშვიდად გამოძინება ვერ შეძელით, სავსებით შესაძლებელია ლოგინს მაღვიძარის შემაწუხებელმა ხმამაც კი ვერ დაგაშოროთ.
თუმცა ზოგჯერ დამნაშავეა ჯანმრთელობის მდგომარეობა და მედიკამენტები, მაგალითად:
- ძილის აშლილობები (პარასომნია, მთვარეულობა, ძილში საუბარი, ღამის შიში);
- ძილის აპნოე;
- უძილობა;
- სტრესი;
- შფოთვა;
- დეპრესია;
- ცირკადული რიტმის ძილის აშლილობა;
- ზოგიერთი მედიკამენტი;
- • ქრონიკული ტკივილი.
თუ დილით დროულად ვერ იღვიძებთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აუცილებელია მიმართოთ ექიმს - სიმპტომები გაუმჯობესდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება გამომწვევი მიზეზი, შესაბამისად, დაინიშნება მკურნალობის კურსი.
სხვა შემთხვევებში შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ცხოვრების წესის ცვლილება, მაგალითად, რეკომენდებულია:
- შეძლებისდაგვარად შეეცადეთ ღამით ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ;
- დღის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოთ ფიზიკურად. საღამოს, დაღლილს უფრო მარტივად ჩაგეძინებათ;
- საღამო მშვიდ გარემოში უნდა გაატაროთ, რთული დავალებების შესრულებას ძილის წინ ნუ დაიწყებთ;
- საღამოს არ დალიოთ ყავა, აკრძალულია კოფეინის შემცველი ნებისმიერი სასმელი და მათ შორის საკვებიც;
- რელაქსაციაში და კუნთების მოდუნებაში გვირილის ჩაი დაგეხმარებათ;
- მიიღეთ თბილი შხაპი;
- ძილის წინ არ შეხვიდეთ სოციალურ ქსელებში, არ ისარგებლოთ მობილურით თუ ლეპტოპით;
- მაღვიძარა ლოგინიდან შორს მოათავსეთ, რადგან ამის გამო ნამდვილად მოგიწევთ გამოფხიზლება;
- მიირთვით ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავით მდიდარი საკვები, ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული;
- გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად დიდი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, მზეზე.