ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 22 აპრილის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 73 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 6 058 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 32 302 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 618 პაციენტი, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 32 172 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 089 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 4 879 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 141 გარდაიცვალა, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 765 და დაიღუპა 108, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 2 242 და დაიღუპა 86 ადამიანი, აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 560 ადამიანი და დაიღუპა 16.
კორონავირუსი 150-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.
წყარო: