რატომ გვახველებს ჭამის შემდეგ?

რატომ გვახველებს ჭამის შემდეგ?

შეგიმჩნევიათ, რომ კვების შემდეგ გახველებთ?

ხველა ორგანიზმის რეაქციაა და ამ გზით სხეული ცდილობს სასუნთქი გზები გამღიზიანებელი ფაქტორებისგან გაწმინდოს. ზოგჯერ გაღიზიანების გამომწვევი კვების პროცესში ჩნდება, შესაბამისად, ხველა ყალიბდება.

თუ ჭამის შემდეგ ქრონიკულად, ხშირად ახველებთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს და დაადგინეთ გამომწვევი მიზეზი.

დიაგნოსტირების შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ან ცხოვრების სტილის ცვლილება, ან გარკვეული მედიკამენტებით მკურნალობა, შესაბამისად, დისკომფორტიც ალაგდება.

ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  •  კვებითი ალერგია;
  •  ასთმა;
  •  დისფაგია;
  •  მჟავა რეფლუქსი;
  •  ასპირაციული პნევმონია;
  •  ინფექციები.

 

წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/321189