"აჯიბადემის" ცნობილი გასტროენტეროლოგის მორიგი სამუშაო ვიზიტი

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვია ცნობილი თურქი პროფესორი.

გასტროენტეროლოგიური დაავადებების მქონე პირებს საშუალება ჰქონდათ ქვეყნიდან გაუსვლელად ესარგებლათ ყველაზე წარმატებული გასტროენტეროლოგის გურჰან შიშმანის კონსულტაციით. იგი გახლავთ მსოფლიო ჯანდაცვის სექტორის ლიდერი კლინიკათა ქსელის "აჯიბადემის" წარმატებული მედიკოსი - მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში უამრავი მადლიერი პაციენტი ჰყავს.

კონსულტაციის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირით ადრე დაანონსდა - ჩვენი ორგანიზაციის ქოლ-ცენტრის დეპარტამენტში ზარები არ წყდებოდა, უამრავი პაციენტი ჩაეწერა თურქ ექიმთან კონსულტაციაზე.

დაგვიკავშირდნენ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სანაღვლე გზების, პანკრეასის პრობლემების მქონე პირები.

კონსულტაციის დროს პროფესორმა შეაფასა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, სიმპტომები, გადაამოწმა დიაგნოზი; ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევითი ანალიზების საფუძველზე გასტროენტეროლოგმა დანიშნა მკურნალობის კურსი, შეიმუშავა ინდივიდუალური კვების რაციონი, სიმპტომების შემსუბუქებისა და ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების მიზნით, გასცა სასარგებლო რეკომენდაციები.

აქციის ფარგლებში, საჭიროებისამებრ, კონკრეტული კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე, ზოგიერთ პაციენტს ჩაუტარდა ექოსკოპიური კვლევა.

კონსულტაციაზე გვეწვივნენ გამოჯანმრთელებული პაციენტებიც - მადლიერების ნიშნად საყვარელი მკურნალი ექიმი საჩუქრებით
გაანებივრეს.

აღსანიშნავია, რომ პაციენტთა მაღალი მომართვიანობის გამო უახლოეს მომავალში ექიმ შიშმანის მოწვევას კვლავ ვგეგმავთ. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ჩვენი კლინიკის ოფიციალური ვებ და "ფეისბუქ" გვერდის მეშვეობით.