რატომ დადიან პატარა ადამიანები ფეხის თითებზე?
ფეხის თითებზე სიარული ხშირია იმ ბავშვებში, რომლებიც სიარულს სწავლობენ - მოგვიანებით გადაეჩვევიან.
თუ ბავშვი ნორმალურად იზრდება, ზრდა-განვითარების ეტაპი არ არის დარღვეული, თითებზე სიარული საშიში არაა.
თუმცა ზოგჯერ ეს აღარ არის მხოლოდ ჩვევა და სავსებით მოსალოდნელია ზოგიერთი მდგომარეობის (მაგალითად, ცერებრალური დამბლა, კუნთოვანი დისტროფია, აუტიზმი) სიმპტომი იყოს.
როდის მივმართოთ პედიატრს?
თუ ბავშვი 2 წლის ასაკის შემდეგაც დადის ფეხის თითებზე, გირჩევთ მიმართოთ ექიმს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ სხვა ნიშნებიც: ფეხის კუნთების დაჭიმულობა, ტკივილი/დისკომფორტი აქილევსის მყესის არეში, კუნთების კოორდინაციის დაკარგვა.
გამომწვევი მიზეზები
როგორც წესი, ფეხის თითებზე სიარული ჩვევაა, რომელიც ყალიბდება მაშინ, როდესაც პატარა სიარულს სწავლობს.
ძალიან მცირე კლინიკურ შემთხვევებში იგი ზოგიერთი მდგომარეობის სიმპტომია:
- მოკლე აქილევსის მყესი;
- ცერებრალური დამბლა;
- კუნთოვანი დისტროფია;
- აუტიზმი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/toe-walking/symptoms-causes/syc-
20378410