თუ გაწუხებთ კანის სიწითლე და ქავილი.
დიაგნოსტირება
ეგზემას დიაგნოსტირებას არ სჭირდება ლაბორატორიული ანალიზი და კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ექიმი დიაგნოზს სვამს ფიზიკური გამოკვლევის, სამედიცინო ისტორიისა და სიმპტომების საფუძველზე.
კანის სხვა დაავადების დიაგნოსტირებისა თუ უკვე არსებული დიაგნოზის (ატოპიური დერმატიტი, ეგზემა) თანმხლები პათოლოგიური პროცესის დადგენის მიზნით, სავსებით შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები.
ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს თუ ბავშვს გამონაყარი განუვითარდა კონკრეტული საკვების გამო, ანუ გამოსაკვლევია კვებითი ალერგიის საკითხიც.
მკურნალობის მეთოდები
ეგზემას შესაძლოა ქრონიკული სახე ჰქონდეს, შესაბამისად, მდგომარეობის გასაკონტროლებლად და სიმპტომების შესამსუბუქებლად სხვადასხვა ტიპის მკურნალობის კურსი უნდა სცადოთ რამდენიმე თვისა თუ წლის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, წარმატებული მკურნალობის მიუხედავად არსებობს რისკი, რომ ნიშნები და სიმპტომები ხელახლა ისევ გაჩნდეს. დააკვირდით სიმპტომატიკას და პროცესის დაწყებისთანავე დაიწყეთ მკურნალობა.
მკურნალობის მეთოდებია:
- კრემი, რომელიც ქავილის გრძნობას აქვეითებს და კანის სტრუქტურას აღადგენს;
- ინფექციის საწინააღმდეგო მედიკამენტები;
- ანთებისთვის განკუთვნილი წამლები;
- მწვავე ატოპიური დერმატიტისთვის სასარგებლოა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები და სველი ქსოვილი. აღნიშნული ტარდება კლინიკაში და ინიშნება მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ;
- სინათლის თერაპია (ფოტოთერაპია).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/atopic-dermatitis-
eczema/diagnosis-treatment/drc-20353279