გამონაყარი, რომელიც სიცივის გამო ჩნდება

გამონაყარი, რომელიც სიცივის გამო ჩნდება

რა არის სიცივის ურტიკარია?

სიცივის ურტიკარია კანის რეაქციაა სიცივეზე - ჩნდება ცივ გარემოში მოხვედრიდან რამდენიმე წუთში.

დაზიანებულ კანზე ვითარდება ჭინჭრის ციება, გამონაყარი, რომელიც იწვევს ქავილს.

სიცივის ურტიკარიის დროს ჩნდება არაერთი სიმპტომი.

ზოგიერთ ადამიანს მსუბუქი რეაქცია აქვს, ხოლო ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დაავადება მწვავე ფორმით მიმდინარეობს.

ამ მდგომარეობის მქონე ზოგიერთ პირს ცივ წყალში ცურვის გამო შესაძლოა განუვითარდეს ისეთი სიმპტომები როგორიცაა დაბალი არტერიული წნევა, გულის წასვლა ან შოკი.

დიაგნოზი ხშირია ახალგაზრდებში.

მკურნალობის კურსი, ძირითადად, მოიცავს საპრევენციო მეთოდებს (ანტიჰისტამინებს. ადამიანი შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოს ცივ ჰაერსა და წყალს).

სიცივის ურტიკარიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
• კანზე, რომელიც ცივ გარემოსთან კონტაქტშია, ჩნდება ჭინჭრის ციებისთვის დამახასიათებელი გამონაყარი. გამონაყარი იწვევს ქავილს;
• რეაქცია მწვავდება თუ კანის გათბობას შეეცდებით;
• ცივი ნივთის დაჭერის დროს ხელების შეშუპება;
• ცივი სასმელისა თუ საკვების მიღების გამო ტუჩების შეშუპება. დაავადების მწვავე რეაქციაა ანაფილაქსია, ყელისა და ენის შეშუპება (რის გამოც ადამიანს უჭირს სუნთქვა).

გამომწვევი მიზეზი

სიცივის ურტიკარიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ზოგიერთ ადამიანს ძალიან მგრძნობიარე კანის უჯრედები აქვს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში სიცივის გამო სისხლის მიმოქცევის სისტემაში ჰისტამინები და სხვა ქიმიური ნივთიერებები გამომუშავდება. აღნიშნული ქიმიური ნივთიერება იწვევს ჭინჭრის ციებას და ზოგჯერ ორგანიზმის სისტემურ რეაქციას.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cold-urticaria/symptoms-
causes/syc-20371046