Humanitas

Humanitas

Humanitas ერთ-ერთი წარმატებული საავადმყოფო, კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრია.

ორგანიზაცია პაციენტთა ჯანმრთელობაზე 1989 წლიდან ზრუნავს.

მაღალკვალიფიციური ექიმები მკურნალობენ კიბოს, კარდიოვასკულურ, ნევროლოგიურ, ორთოპედიულ და სხვა პროფილის დაავადებებს. კლინიკაში აგრეთვე ფუნქციონირებს ემერჯენსისა და რადიოთერაპიის დეპარტამენტი.

იტალიურ ცენტრში ზრუნავენ ახალი თაობის მედიკოსთა განათლებაზე; მომავალი ექიმები ეუფლებიან სამედიცინო განათლებას, სადაც გაწერილია როგორც კლინიკური, ისე კვლევითი პროგრამები.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ Humanitas-ს მიანიჭა კვლევითი კლინიკის სტატუსი და ევროპის მასშტაბით იმ საავადმყოფოთა სიაშია, რომელიც ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის სხივური ამაჩქარებლით, რობოტული ქირურგიისთვის საჭირო დანადგარით, ოფთალმოლოგიური დაავადებების სამკურნალო ლაზერული აპარატურით, ულტრათანამედროვე კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიებით და სხვა.

ცენტრში წარმატებით ხორციელდება სამედიცინო ტურიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკამ დახმარება უკვე გაუწია 100-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებ 20 000-ზე მეტ პაციენტს.

კლინიკის საერთაშორისო დეპარტამენტის თითოეული წევრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უცხოელმა პაციენტმა მკურნალობის კურსი გაიაროს მშვიდ და კომფორტულ გარემოში.

დეპარტამენტი გთავაზობთ: ტრანსფერს, სასტუმროს ჯავშანს, სამედიცინო ვიზას (საჭიროების შემთხვევაში), თარჯიმანს, ფსიქოლოგს, ღამის მორიგე ექთანს, ნებისმიერი დოკუმენტის თარგმნას 24 საათის განმავლობაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია Humanitas თანამშრომლობს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებთან.

Humanitas ერთ-ერთია ევროპაში და პირველი იტალიურ კლინიკებს შორის, რომელსაც ხარისხის სერტიფიკატი გადაეცა. ჰარვარდის უნივერსიტეტმა კი, ცენტრს მსოფლიოს 4 კლინიკას შორის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური საავადმყოფო უწოდა.

Humanitas კვლევითი საავადმყოფოს ფილიალები მდებარეობს: ბერგამოში, ტურინში, კატანიაში, კასტელანცასა და მილანში.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

 

ტეგები: