Apollo Lifeline - მკურნალობა ინდოეთის საუკეთესო კლინიკებში

Apollo Lifeline - მკურნალობა ინდოეთის საუკეთესო კლინიკებში

Apollo Lifeline გთავაზობთ მკურნალობას ინდოეთში.

ორგანიზაციაში დასაქმებულია 7 000-ზე მეტი მაღალკვალიფიციური ექიმი, ხოლო კომპანიის 64 კლინიკა ქვეყნის 25 ქალაქშია განთავსებული.

პაციენტები სარგებლობენ საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით კომფორტულ და მშვიდ გარემოში.

Apollo Hospitals Group-ის ექიმთა გუნდმა უკვე უმკურნალა 45 მილიონზე მეტ პაციენტს. კლინიკათა ქსელს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ანდობენ უცხოელი პაციენტები.

ორგანიზაცია დაფუძნდა 1983 წელს და თავდაპირველად მხოლოდ 150 საწოლზე გათვლილ საავადმყოფოს ფლობდა, ხოლო დღეს ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკათა ქსელს წარმოადგენს.

ორგანიზაცია შედგება კლინიკებისგან, აფთიაქებისგან, დიაგნოსტიკური ცენტრებისა და პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების პუნქტებისგან. დაწესებულება აგრეთვე აწარმოებს ტელემედიცინას რამდენიმე ქვეყანასთან.

თითოეული კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ჩენაიში მდებარე კლინიკაში წარმატებით მიმდინარეობს პროტონული თერაპიით მკურნალობა.
კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს საერთაშორისო პაციენტთა მკურნალობის დეპარტამენტი. ჯგუფის თითოეული წევრის მიზანია, პაციენტს მაქსიმალურად შეუმსუბუქდეს სამშობლოდან შორს ყოფნით გამოწვეული დისკომფორტი და თავი ოჯახურ გარემოში იგრძნოს.

დეპარტამენტში მზადდება სამედიცინო ტურისტული პაკეტი; უცხოელ პაციენტზე ზრუნვა აეროპორტიდანვე იწყება. ტრანსფერი უზრუნველყოფს თქვენს კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას ქვეყნის ყველაზე წარმატებულ კლინიკაში. პაციენტთა ახლობლებისთვის იჯავშნება სასტუმროს ნომერი.

კლინიკაში დანერგილი სამედიცინო ტურიზმის პროგრამის ფარგლებში პაციენტს საშუალება ეძლევა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიაროს ექიმთან კონსულტაცია.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

ტეგები: