GVM Care & Research - სრულყოფილების იტალიური მწვერვალი

GVM Care & Research - სრულყოფილების იტალიური მწვერვალი

21-ე საუკუნეში, მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, ძალისხმევას არ იშურებენ ინოვაციური მიდგომებითა და ახალი სერვისების მიწოდების გზით პაციენტებისათვის საუკეთესი პირობების შესაქმნელად.

       აღნიშნული შედეგის მისაღწევად, 1973 წელს, იტალიელმა ექიმმა ჰექტორ სანსავინიმ დააფუძნა მრავალპროფილური ჰოლდინგი - GVM Care & Research. ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ჯანდაცვის, რეაბილიტაციის, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, საკურორტო, ბიომედიცინისა და ნუტრიციის მიმართულებებს. დღეისათვის კი სამედიცინო -სამეცნიერო ცენტრი, ჯამში, იტალიასა და მის საზღვრებს გარეთ 30-მდე დაწესებულებას აერთიანებს.

       GVM Care & Research სამედიცინო მომსახურების ინოვაციური მოდელია, რომელიც ორიენტირებულია ინდივიდის უკეთეს მომავალზე. ყველაფერი კი, 46 წლის წინ, იტალიის ქალაქ კოტინოლაში სამედიცინო დაწესებულების - „ვილა მარიას“ გახსნით დაიწყო. 15 წლის შემდეგ კი გაფორმდა პირველი ეროვნული მნიშვნელობის ხელშეკრულება ინტერვენციული დიაგნოსტირების მიმართულებით, რომელსაც შეუერთდა რამოდენიმე იტალიური კლინიკა. სწორედ აქედან იწყებს ფუნქციონირებას კლინიკა „ვილა მარიას“ ბაზაზე შექმნილი ჰოლდინგი - მისი პრეზიდენტის ჰექტორ სანსავინის ხელმძღვანელობით. ჰოლდინგი, საწყის ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებების რესტრუქტურიზაციით დაკავდა, მოგვიანებით კი - პირველი დონის სამედიცინო დაწესებულებების ფართო ქსელის სახე მიიღო, რომელიც უკვე დღეს - მსოფლიოში კერძო ჯანდაცვის სისტემის მაღალი დონის სპეციალიზირებული მომსახურებების საუკეთესო მაგალითია.  

       ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს GVM-მა თავად შექმნა სამედიცინო სერვისების მიმწოდებელი რამდენიმე კომპანია - შემოიერთა საკურორტო კომპლექსი ველნეს ცენტრებთან და სასტუმროებთან ერთად. სულ მალე კი ჩამოყალიბდა სრული  სერვისების მიმწოდებელ კომპანიად, რომელიც იტალიის საზღვრებს გასცდა და მოიცვა საფრანგეთის, პოლონეთისა და ალბანეთის ტერიტორიაც.

       ჰოლდინგის მოდელი უნიკალურია, იგი მაქსიმალურად ერგება პაციენტის ინტერესებსა და მოთხოვნებს, ქმნის სრულ კომფორტს მისი ჯანმრთელობის რეაბილიტაციისათვის - დაწყებულს მისი მდგომარეობის შეფასებიდან - რეაბილიტაციისა და ველნეს მომსახურების ჩათვლით.

       ამჟამად ჰოლდინგი აერთიანებს იტალიის 26 კლინიკას, ექვს მრავალპროფილურ ამბულატორიას, სამი სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრს, აგრეთვე თორმეტ სამედიცინო დაწესებულებას საფრანგეთში, იტალიაში, ალბანეთსა და რუსეთში.

       GVM Care & Research ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება და ვითარდება, მუდმივად ზრუნავს პერსონალის ცოდნის დონის ამაღლებასა და კვალიფიკაციაზე, ატარებს სამეცნიერო კვლევებს და ამდიდრებს საკუთარ ბაზებს უახლესი ტექნოლოგიებით.  

       ჰოლდინგის ინფრასტრუქტურის ნაწილს წარმოადგენს 36 სუპერ თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფი, 50 ციფრული ანგიოგრაფი, 26 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, 2 გამადანა, 14 მამოგრაფი და უამრავი სხვადასხვა დანიშნულების თანამედროვე აპარატი, რაც მაღალი დონის კვალიფიცირებული ექსპერტების ხელში იძლევა დიაგნოსტირების სიზუსტის სრულ გარანტიას.

       ინტერვენციული კარდიოლოგია და ანგიოლოგია GVM Care & Research-ის ერთ-ერთი გამორჩეულად ძლიერი მხარეა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან პაციენტები ირჩევენ იტალიური ჰოლდინგის კარდიოქირურგებს ურთულესი და მაღალი რისკის შემცველი ოპერაციებისათვის. მსოფლიოში რთულად მოიძებნება უკეთესი პირობები და სამედიცინო სერვისი კარდიოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად: არითმოლოგია, ელექტროფიზიოლოგია, ნეირონავიგაცია, რადიოქირურგია -  ყველაზე რთული შემთხვევებისთვისაც კი ჰოლდინგი მზადაა გიმასპინძლოთ უახლესი მეთოდიკით და აპარატურით.

       ჰოლდინგმა მრავალწლიანი გამოცდილებით დაამტკიცა, რომ ინოვაციური მიდგომების წყალობით იგი უკონკურენტოა დიაბეტის მართვის სფეროში, ასევე ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში. იტალიელ ექიმებს განსაკუთრებით მაღალი შედეგები აქვთ სხვადასხვა სახის პროთეზირების კუთხით.

       პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებთან ურთიერთობის გამოცდილება, რეკომენდაციას უწევენ GVM-ის ოფთალმოლოგიის, ოტო-ლარინგოლოგიის და სტომატოლოგიის მიმართულებებს, როგორც საუკეთესოს მთელ დასავლეთ ევროპაში.

       განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰოლდინგის წევრი Terme di Castrocaro, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კურორტებს შორის, უკვე მრავალი წელია, მოწინავე პოზიციებზეა. კომპლექსი, რომელსაც ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობა აქვს, მდებარეობს 8 ჰექტარზე გაშენებულ ბოტანიკურ პარკში. იოდ-ბრომისა და გოგირდოვანი მინერალური წყლებით, ბუნებრივი თერმული ტალახებით ინტეგრირებული გლობალური ფიზიოთერაპია და ჰიდროკინეზოთერაპია,  სრულად განაპირობებს საუკეთესო შედეგებს სხვადასხვა პათოლოგიების შემთხვევებში.

       Long Life Clinic (დღეგრძელობის კლინიკა) – ასევე ინოვაციური პროექტია, რომელიც GVM Care & Research-ის საკურორტო ცენტრ Terme di Castrocaro-ში ფუნქციონირებს. მკურნალობის ექსკლუზიური, სარელაქსაციო მეთოდები „დღეგრძელობის ფორმულის“  სახელითაა ცნობილი. იგი 7 კომპონენტისგან შედგება - იწყება ღრმა სამედიცინო კვლევით, სპეციალური პროგრამის შერჩევით და გრძელდება სხვადასხვა სამედიცინო, ესთეტიკური, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო პროცედურებით. 

       ველნესი, სტუმართმოყვარეობა, რელაქსაცია და იტალიური გასტრონომია კურორტ Terme di Castrocaro-ს და Grand Hotel Terme & SPA-ში დაუვიწყარი და შთამბეჭდავია! ჩვენი კომპანია ფლობს ექსკლუზიურ უფლებას - სპეციალურ ფასად მოგაწოდოთ სერვისები ჰოლდინგ GVM Care & Research-ის ქსელში არსებული იტალიური კლინიკების ბაზებზე. თითოეული სამედიცინო ისტორიის განხილვა და შესაბამისი კლინიკის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ადგილობრივი და იტალიელი კოორდინატორების უშუალო ჩართულობით.  

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

ტეგები: