ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა

როდესაც საქმე ჩვენს შვილებს ეხება ყოველთვის ვეძებთ საიმედო, საუკეთესო, მცოდნე, გამოცდილ, პროფესიონალ ექიმებს. სწორედ „ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა” ეს ის ადგილია სადაც თქვენი პატარები საიმედო ხელში იქნებიან. მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი პაციენტებისთვის თანამედროვე სტანდარტების ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისს უზრუნველყოფს. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაციული სამსახური მძიმე პაციენტების სასიცოცხლო პარამეტრების მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. კლინიკაში შესაძლებელია ისეთი ექსკლუზიური სერვისების მიღება, როგორიცაა: 24 საათიანი რაბიოლოგიური სამსახური, დიაბეტით დაავადებული ბავშვების ჰოსპიტალიზაცია, დიაბეტური სკოლა მშობელთათვის, თალასემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობა - ჰოსპიტალიზაცია, იშვიათი დაავადებებით დაავადებულ ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება. მაღალკვალიფიციურ დონეზე სრულდება ყველა სახის გადაუდებელი და გეგმიური ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის ყბა-სახის და  თვალის პათოლოგიების დროს. უახლესი აპარატურით აღჭურვილი კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია უზრუნველყოფს ლაბორატორიული ტესტების და ულტრასონოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული, რადიოლოგიური, ენდოსკოპიური კვლევების ჩატარებას. კლინიკაში ფუნქციონირებს ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური აცრების და ფიზიოთერაპიის კაბინეტები. განყოფილებაში გახსნის დღიდან ფუნქციონირებს ფსიქო-სოციალური სამსახური.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com

სერვისები

ტეგები: