სტომატოლოგია

სტომატოლოგია

სტომატოლოგია მოიცავს კბილების, ღრძილების, ყბის და პირის ღრუს ლორწოვანის მდგომარეობების, დარღვევების და დაავადებების დიაგნოსტირებას, მკურნალობას და პროფილაქტიკას. გავრცელებულია აზრი რომ სტომატოლოგია აუცილებელია მხოლოდ პირის ღრუს ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის, თუმცა არსებობს მტკიცე კავშირი პირის ღრუს მდგომარეობასა და ადამიანის მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას შორის. ხშირად ჩნდება კითხვა საჭიროა თუ არა სტომატოლოგთან ვიზითი თუ ადამიანს არ აქვს არანაირი ჩივილი კბილების მხრივ, მაგრამ დამტკიცებულია რომ შესაძლოა კარგად იგრძნოთ თავი პირის ღრუში პრობლემების არსებობის მიუხედავად. სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტების წარმოება დაგეხმარებათ არამართო კბილების და პირის ღრუს, არამედ მთელი სხეულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სტომატოლოგთან ვიზიტი ჯანმრთელი ადამიანისთვის რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ (წელიწადში ორჯერ).

სტომატოლოგიური მოვლა მნიშვნელოვანია, რადგან ის:

  • ეფექტურია კბილების დაშვლის პრევენციისთვის
  • იცავს პარადონტალური (ღრძილის) დაავადებებისგან, რომლებიც შეიძლება გამოიწვიონ კბილების და ძვლების დაკარგვა
  • კბილების სპეციალური წმენდის საშუალებით რომელიც ამცირებს პირის ღრუში მავნე ბაქტერიების რაოდენობას ხელს უშლის პირის ღრუში ცუდი სუნის გაჩენას
  • ალამაზებს თქვენს ღიმილს და ანიჩებს თვითდაჯერებულობის შეგრძნებას.
  • ხელს უშლის კბილების გამუქებას საკვების, სასმელის და თამბაქოს მიერ
  • აძლიერებს კბილებს იმისთვის რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ისიამოვნოთ ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილით!

სტომატოლოგიაში ხშირად აწარმოებენ შემდეგ პროცედურება:

  • ზოგანი სტომატოლოგია: რეგულარული დათვალიერება და გაწმენდვა ჰიგიენის უმაღლეს დონეზე შენარჩუნების  და მომავალში სტომატოლოგიური პრობლემების პრევენციის მიზნით. ასევე კბილების ეკსტრაქცია (ამოღება), დეფექტების შევსება, ჰერმეტიკებით დაფარვა (უკანა კბილების საღეჭი ზედაპირის დაფარვა რათა ისინი დაცული იყოს კბილების დამშლელი ბაქტერიებისგან) და ფესვების არხების მკურნალობა.
  • კოსმეტიკური სტომატოლოგია: აუმჯობესებს კბილების ვიზუალურ ესთეტიკას და ხელსუწყობს პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებას ვინირების, ხიდაკების, გვირგვინების და კბილების გათეთრების საშუალებით
  • ორტოდონტია: ბრეკეტების და სხვა სისტემების გამოყენებით ეხმარება ბავშვებს და ზრდასულებს არასწორი თანკბილვის და/ან ცუდად მდებარე კბილის გამოსწორებაში
  • კბილის იმპლანტები
  • პერიოდონტალური მკურნალობა
  • ტემპორომანდიბულური (საფეთქელ-ქვედაყბის) სახსრის დაავადებების მკურნალობა

ექიმები

შეთავაზებები

კლინიკები