მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია

მრტ სკანირება არის უმტკივნეულო და უსაფრთხო მეთოდი რომელის დროს ორგანიზმის შინაგანი სტრუქტურების გამოსახულების მიღება ხდება ძლიერი მაგნიტური ველის და რადიოტალღების საშუალებით.

მრტ სკანირების დროს მიიღება ორგანიზმის უმეტესი ნაწილების ნათელი გამოსახულება, ამიტომ ეს მეთოდი სასარგებლოა როცა ვიზუალიზაციის სხვა ტესტები ვერ აძლევენ საკმარის ინფორმაციას დიაგნოზის დასმისთვის.

კტ სკანირებიდან განსხვავებით რომელიც საჭიროებს რამდენიმე წუთს, მრტ გამოკვლევა გრძელდება საშუალოდ 20-45 წთ რომლიც განმავლობაში პაციენტი უნდა იყოს სრულად უმოძრაოდ. აგრეთვე მრტ საკმაოდ ხმაურიანი ტესტია რის გამოც პაციენტიკვლევის დროს იღებს სპეციალურ ყურსასმენებს ან ყურის საცობებს რათა მისი ყურები დაცული იყოს.

სკანირების წინ პაციენტი ვალდებულია შეავსოს სპეციალური კითხვარი.

ძლიერი მაგნიტური ველის არსებობის გამო მრტ-ს ჩატარება რეკომენდებული არაა ორსულ ქალებისთვის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში მანამ სანამ პოტენციური სარგებელი არ აჭარბებს პოტენციურ ზიანს.

თუ პაციენტს ეშინია დახურული სივრცის ან აქვს შფოთვის ეპიზოდები შეიძლება საჭირო იყოს მკურნალი ექიმის კონსულტაციის ჩატარება და კვლევის წინ დამამშვიდებელი პრეპარატის მიღება.

მრტ კვლევის დროს უმოძრაოდ ყოფნის აუცილებლობის გამო ჩვილებს და ბავშვები ხშირად საჭიროებენ სედაციას ან ანესთეზიას რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სპეციალიზებული ექიმის ან ექთნის მიერ.

ძლიერი მაგნიტური ველის გამოყენების გამო მრტ კვლევა უკუნაჩვენებია პაციენტებს რომლებსაც ორგანიზმში აქვს  გარკვეული სამედიცინო იმპლანტები. ასეთი იმპლანტები არის:

-კოქლეარული (ყურის) იმპლანტები

-თავის ტვინის ანევრიზმების მკურნალობისთვის გამოყენებული გარკვეული სახის კლიფსები

- სისხლძარღვების დაავადებების  მკურნალობის პროცესში სანათურში მოთავსდებული გარკვეული სახის მეტალი რგოლები

-ყველა სახის კარდიოდეფიბრილატორი და კარდიოსტიმულატორი

-იმპლატირებული ინფუზიური პორტები

სერვისები

კლინიკები

ტეგები: