რენტგენი იყენებს რადიაციული მაიონიზირებელი გამოსხივების მცირე დოზებს. ის წარმოადგენს სამედიცინო ვიზუალიზაციის უძველეს და ყველაზე ხშირად გამოყენებად მეთოდს.
რუტინული რენტგენი გამოიყენება ძვლების, კვილების, ფილტვების, კუჭ-ნაწლავის და სარძევე ჯირკვლების ანომალიების და დაავადებების დიაგნოსტირების მიზნით.
ეს ტესტი არის სწრაფი, მარტივი, უმტკივნეული და სხვებთან შედარებით იაფი, მაგრამ საჭიროა იმის გათვალისწინება რომ შემდგომში დეტალური გამოკვლევისთვის შეიძლება საჭირო გახდეს უფრო რთული და ზუსტი ვიზუალიზაციის მეთოდების გამოყენება როგორიც არის კონტრასტული რენტგენი, ექო, კტ ან მრტ.
რადიაციული გამოსხივების დოზა გამოყენებული რენტგენის დროს არის მინიმალური საჭირო დოზა გამოსაკვლევი არეს კარგი გამოსახულების მიღებისთვის. ამის მიუხედავად რენტგენის ჩატარება არაა რეკომენდებული ორსული ქალებისთვის ნაყოფისთვის ზიანის მიყენების პოტენციური რისკის არსებობის გამო.