ექო

ექო

ექო არის ხშირად გამოყენებული ტესტირება, რომლის დროს ორგანიზმის სტრუქტურების გამოსახულების მიღება ხდება ადამიანის ყურისთვის აუღქმელი მაღალი სიხშირის ტალღების საშუალებით. რადგან მეთოდი არ იყენებს რადიაციულ გამოსხივებას ის სრულად უვნებელია.

სკანირება უმტკივნეულო და საშუალოდ გრძელდება 15-45 წუთი, რაც დამოკიდებულია ორგანიზმის გამოსაკვლევ ნაწილზე. მიღებული გამოსახულება შეიძლება დაიბეჭდოს სურათების სახით ან ჩაიწეროს ვიდეოს სახით.

ექოს დახმარებით ხდება ისეთი შინაგანი ორგანოების ფორმის, სიმკვრივის და ზომის დადგენა როგორიც არის ღვიძლი,, პანკრეასი, ნაღვლის ბუშტი, საკვერცეები, სათესლეები, შასვილოსნო და სხვა; აგრეთვე სახსრების, კუნთების და იოგების სტრუქტურის განსაზღვრა. ექო რუტინულად გამოიყენება ორსულობის დროს ნაყოფის ზრდა-განვითარების დინამიური დაკვირვებისთვის. დოპლერ ტესტი წარმოადგენ სპეციალიზირებულ ექო კვლევას რომლის საშუალებით ხდება ნაყოფის გულისცემის მოსმენა ან კიდურების არტერიებსა და ვენებში სისხლის ნაკადის განსაძრვრა, რათა დიაგნოსტირებული იყოს ღრმა ვენების თრომბოზი, პერიფერიული ატრერიების დაავადება, სისხლძარღვების ტრავმული დაზიანება. დუპლექს სკანირება წარმოადგენს ტრადიციული ექოს და დოპლერ ტესტის კომბინაციას.

თუ პაციენტი საჭიროებს დამიზნებით ბიოფსიას, პროცედურა შესაძლოა ჩატარებული იყოს ექო-ს დახმარებით რათა ბიოფსიის ნემსი მოხვდეს სწორად გამოსაკვლევ ქსოვილში.

ზოგ შემთხვევაში უფრო ნათელი გამოსახულების მიღების მიზნით გამოიყენება ულტრაბგერითი გადამცემები რომლებიც თავსდება ორგანიზმის შიგნით: საყლაპავში, საშოში ან სწორ ნაწლავში.

ექო არის აბსოლუტურად უვნებელი სამედიცინო ვიზუალიზაციის მეთოდი ნებისმიერი ასაკის და მდგომარეობის პაციენტისთვის.

სერვისები

კლინიკები

ტეგები: