პოპულარული სანატორიუმი Morshynkurort უკრაინის ცნობილ კურორტ მორშინში მდებარეობს.
მედიკოსები განმარტავენ, რომ კურორტის ჰავა სასარგებლოა ორგანიზმის ცალკეული სისტემებისთვის. მორშინი მდიდარია მინერალური წყლებითა და სამკურნალო ტალახით. კურორტი იდეალური ადგილია დასვენებისა და გაჯანსაღების მოყვარულთათვის წლის ნებისმიერ სეზონზე.
Morshynkurort საერთო ჯამში 5 თანამედროვე სტანდარტების სანატორიუმს მოიცავს და ვიზიტორებისთვის განკუთვნილია 600-ზე მეტი კეთილმოწყობილი ნომერი.
აივნიდან იშლება ხედი ულამაზეს პეიზაჟზე, სანატორიუმს გარს ეკვრის ტყე - რელაქსაციისთვის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილია რამდენიმე ბაღი.
სანატორიუმში ფუნქციონირებს დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო ცენტრები.
ცენტრი დამსვენებელს სთავაზობს მინერალური წყლის აბაზანებს, სამკურნალო ტალახის აპლიკაციებს, ფიზიოთერაპიას, ანტიცელულიტურ, კლასიკურ თუ სარელაქსაციო მასაჟს.
თითოეული სტუმრის მშვიდ დასვენებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული სამედიცინო პერსონალი.
სტუმრებს განსაკუთრებით უყვართ სამკურნალო ფიზკულტურის კურსი აუზში, ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა მინერალურ წყალში, ცირკულარული შხაპი.
ცენტრში წარმატებითაა დანერგილი რეაბილიტაციის კურსი, რომელიც ერთნაირად დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
Morshynkurort-ს ხშირად სტუმრობენ პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ოპერაციები გულზე, ფილტვზე, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე ან საჭიროებენ რეაბილიტაციას გინეკოლოგიური თუ უროლოგიური ოპერაციების შემდეგ.
ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: hticenter18@gmail.com