პრეზიდენტი

პრეზიდენტი

აბანო თერმეს საპრეზიდენტო მასპინძლობა

 

     ლეგენდის თანახმად, ჰერკულესმა და მისმა გმირმა თანამებრძოლებმა, როდესაც ჰერიონი დიდი ბრძოლის შემდეგ საბოლოოდ დაამარცხეს, ძალები შემდეგი ბრძოლისთვის იქვე, სასწაულებრივი ბუნებრივი ცხელი წყლის ქვეშ აღიდგინეს. გმირებს, ამ საოცრების აღმომჩენებს, საბერძნეთში დაბრუნება აღარ სურდათ. ეს ზღაპრული წყლები გარშემორტყმული იყო გასაოცარი სილამაზის ევგენიის ბორცვებით. ამბობენ, ჰერკულესმა ბოროტებაზე გამარჯვების აღსანიშნავად, სწორედ აქ ააგო ჰერიონის დამარცხების სიმბოლო - ტაძარი, რომელიც დღეს აბანო თერმეს მშვენებაა. ერთ დღეს, იმპერატორმა ტიბერიუსმა, როდესაც ის ილირიაში მიემგზავრებოდა, გზად აბანო თერმეს წყაროებთან ჩაიარა და ტრადიციულად წყაროში ოქროს კამათელი გადააგდო. ლეგენდის თანახმად, კამათელმა წყალს განსაკუთრებული თვისებები შესძინა და ადამიანები აქ სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლად ჩამოდიოდნენ. ლეგენდა აქ მთავრდება მაგრამ გრძელდება 2000 წლოვანი სინამდვილე, რომელსაც აბანო თერმეს ზღაპრული წყლები ეწოდება.

     სამკურნალო თვისებების მოსაპოვებლად, ადგილობრივი წყლები ხანგრძლივ დროს და დიდ გზას გადიან, ვიდრე აბანო თერმემდე მიაღწევენ. წვიმის წყალი გროვდება ალპებში, იკვებება ნიადაგის მდიდარი ელემენტებით, თბება და გარდაიქმნება კეთილშობილ თერმულ წყლად.

     ევროპის უძველესი ბალნეოლოგიური ცენტრი და თერმული წყლების კერა დღესაც იზიდავს და აჯადოებს ტურისტებს, უკვე თანამედროვე ინფრასტრუქტურით და მაღალი დონის მომსახურებით.

     თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ მიიღოთ უკვდავების აბაზანები ევროპის უძველეს და სასწაულმოქმედ თერმულ წყლებში, რაღა თქმა უნდა საუკეთესო არჩევანი სასტუმრო „პრეზიდენტია“ - „პრეზიდენტის“ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელის აბანო თერმეს „პრეზიდენტ თერმე“. გაამდიდრეთ თქვენი სამოგზაურო დღიური სასტუმრო „პრეზიდენტ თერმე“-ში გატარებული დაუვიწყარი მოგონებებით. სასტუმრო მონტირონის გორაზე მდებარეობს, სწორედ იქ, საიდანაც ეს საოცარი კურორტი იწყება. თქვენ კი, რაღა თქმა უნდა, უნდა დაიწყოთ სასტუმროს ველნეს ცენტრით, სტრუქტურის ფლაგმანით, ეს გახლავთ თანამედროვე და ფუნქციონალური სპა - „ევგენიას სპა“, სადაც ტალახისა და თერმული წყლის სამკურნალო პროცედურებს სრულიად ახალი, თანამედროვე გზით გამოცდით, ჰიდრო მასაჟი, ფიტნესი და სარეაბილიტაციო ცენტრი, პირადი ტრენერითა და კონსულტანტით. ჰიდროკინეტიკური თერაპია კი ესაა უახლესი სარეაბილიტაციო მეთოდი, რომლის საავტორო უფლება სწორედ აქაურ „ევგენიას სპას“ ეკუთვნის და გამორჩეულია სიმსუბუქით და სიმარტივით, სარელაქსაციო შედეგი კი მოლოდინს აჭარბებს. ტკივილები, რომლებსაც ბევრი წელი იტანდით, სამუდამოდ დაგტოვებთ, უფრო ენერგიული, სიცოცხლით სავსე და ამაღლებული განწყობით უბრუნდებით ცხოვრებას. საინგალიაციო თერმული თერაპიები ეს კიდევ ერთი ქვეთავია თქვენი დაუვიწყარი სპათერაპიის. რესპირატორული დაავადებების არსებობისას უკეთეს მკურნალს თქვენ ვერ მოძებნით.

     პრეზიდენტში თავს „პრეზიდენტულად“ გრძნობთ, რადგან აქ ყველა სერვისის მიწოდება ხდება ინდივიდუალურად, მხოლოდ თქვენთვის, რადგან თქვენ ხართ აქ განსაკუთრებული სტუმარი. და ბოლოს, არც თუ ყველაზე უმნიშვნელო, ჯანსაღი და უგემრიელესი იტალიური სამზარეულო, რომლის გამოც თქვენ აქ აუცილებლად დაბრუნდებით.

ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 Tel: (+995) 595380038;

 WhatsApp: (+995) 595380038;

 Viber: (+995) 595380038;

Telegram: (+995) 595380038;

 Skype: (+995) 595380038;

 Facebook: Health Tourism Int. Center

 Mail: hticenter18@gmail.com