“პრომეთე” - ღვთიური სავანე დედამიწაზე
ჩვენ პარტნიორთა რიცხვს კიდევ ერთი უმაღლესი ხარისხის სერვისის მიმწოდებელი ქართული კომპანია შემოემატა.
სასტუმრო “პრომეთე” ქალაქ წყალტუბოს ცენტრში, ბალნეოლოგიური ზონის მიმდებარედ მდებარეობს. „პრომეთე“ გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სასტუმრო თუნდაც კვალიფიციური სერვისით - უმაღლესი ხარისხის სარეაბილიტაციო, გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო მომსახურება გამორჩეულს ხდის მას ბალნეოლოგიურ სფეროში.
სასტუმრო 100 სტუმარზეა გათვლილი, 5 ტიპის - 49 ნომრით. კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალით, კომფორტული გარემოთი და შესანიშნავი კვებით „პრომეთე“ გვთავაზობს იდეალურ სივრცეს როგორც საქმიან ადამიანებს, ასევე ტურისტებს!
„პრომეთეს“ წამყვანი მიმართულება ჯანმრთელობის რეაბილიტაციასთან შერწყმული ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობაა. განსაკუთრებული სივრცეა სასტუმროს რესტორანი, სადაც შესვლისთანავე იგრძნობთ სერვისის მაღალ დონეს, ოჯახურ სითბოსა და ქართული სტუმართმოყვარეობის ხიბლს. აქ, უცხოელი სტუმარი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. პერსონალი კი მუდმივად ცდილობს სტუმრისათვის მისაღები და მშობლიური გარემოს შექმნას. სასტუმროს რესტორანი ერთდროულად 100 სტუმარს მასპინძლობს სივრცე არაჩვეულებრივია კორპორატიული დღესასწაულებისთვისაც.
რაც შეეხება სასტუმროს სარეაბილიტაციო სივრცეს:
წყალტუბოს სახელგანთქმული წყალი ყოველთვის განსაკუთრებულად აღიქმებოდა სხვა წყლებისგან მკვეთრად განსხვავებული თვისებების გამო.
ტოქსიკური ელემენტების უქონლობის წყალობით პროცედურები ადვილად გადასატანია. წყალტუბოს მინერალურ წყაროებში ნაპოვნია ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტები: იოდი, ბრომი, მარგანეცი, ლითიუმი, ბორი, თუთია, სტრონციუმი, სპილენძი - რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისათვის.
წყალტუბოს წყლების თვისებებში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ შემადგენელი აირები: აზოტი, რადონი, ჰელიუმი, არგონი.
წყალტუბოს რადონის წყლით „პრომეთეს“ კურორტზე მკურნალობა კომპლექსში მოიცავს მინერალური წყლის პროცედურებს სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურებთან ერთად. სასტუმროს სარეაბილიტაციო ხაზი განახლებულია გერმანული წარმოების უახლესი, „ფიზიო მედი“-ს ფირმის თანამედროვე აპარატურით. პროცედურების მრავალფეროვნება კომფორტულს გახდის თვენს დასვენებას და გაჯანსაღებას.
თუკი თქვენ გაწუხებთ შემდეგი სახის პრობლემები: საყრდენ-მამოძრავებელი და ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა, კანის, გინეკოლოგიური, უროლოგიური და ენდოკრინული დაავადებები, ასევე ნივთიერებათა ცვლის მოშლა და სხვა - „პრომეთე“ საუკეთესო არჩევანია სასარგებლოსა და სასიამოვნოს ერთდროულად მისაღებად,
კურორტზე დანერგილია შემდეგი პროცედურები:
მინერალური წყლის აბაზანები, ჰიდრო (წყლის) მასაჟი, სამკურნალო მასაჟი, კლასიკური მასაჟი, ხერხემლის დაჭიმვის პროცედურები წყლის ქვეშ, ფიზიოთერაპია, გინეკოლოგიური ირიგაცია, შხაპი “შარკო”, მექანოთერაპია, სამკურნალო ტალახი (პელოიდოთერაპია).
სასტუმრო „პრომეთე“’-ში წყალტუბოში - წელიწადის ნებისმიერ დროს გელიან!
გაჯანსაღდი და განიტვირთე ბალნეოლოგიურ კურორტზე! მინერალური წყლის აბაზანები და სარელაქსაციო პროცედურები, ჯანსაღი გზაა ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.
სასტუმრო “პრომეთე” ზრუნავს თქვენი საღამოების სასიამოვნოდ გატარებაზეც და გთავაზობთ კლასიკური და ევროპული მუსიკის საღამოებს ულამაზეს ლაუნჯ ბარში. ბუნებაში გასვლის მოყვარულთათვის კი საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე ექსკურსიებს.
სასტუმრო „პრომეთე“-ში ყოველი გატარებული დღე სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ!
ჩვენი კომპანიის საშუალებით, მიიღეთ სპეციალური ფასდაკლებები!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center
Mail: hticenter18@gmail.com