ენდოსკოპია უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევასა და მკურნალობას. ენდოსკოპია საუკეთესო მეთოდია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებისთვის. ეს არის ღრუიანი ან მილოვანი ორგანოების გამოკვლევის მეთოდი ენდოსკოპის გამოყენებით. ენდოსკოპი შეყავთ ორგანოებსა და ღრუებში შემდეგი გზებით: კუჭში-პირის ღრუდან და საყლაპავიდან, ბრონქებსა და ფილტვებში - ხორხიდან, შარდის ბუშტში - შარდსაწვეთი მილიდან. საჭიროების შემთხვევაში ხდება ოპერაციული მიდგომა (ლაპარასკოპია და სხვა).
ენდოსკოპიის სახეებია:
- ბრონქოსკოპია – ბრონქების დათვალიერება;
- გასტროსკოპია – კუჭის დათვალიერება;
- ჰისტეროსკოპია – საშვილოსნოს ყელის დათვალიერება;
- კოლონოსკოპია – მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის დათვალიერება;
- ლაპარასკოპია – მუცლის ღრუს დათვალიერება;
- ოტოსკოპია – გარეთა სასმენი მილის დათვალიერება;
- რექტორომანოსკოპია – სწორი ნაწლავისა და სიგმოიდური კოლინჯის დისტალური ნაწილის დათვალიერება;
- ურეთეროსკოპია – შარდსაწვეთის;
- ქოლანგოსკოპია – ნაღვლის სადინრების;
- ცისტოსკოპია-შარდის ბუშტის;
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია - საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის;
- კარდიოსკოპია – გულის კამერების;
- ანგიოსკოპია – სისხლძარღვების;
- ართროსკოპია – სახსრების;
- ვენტრიკულოსკოპია – ტვინის პარკუჭების;