ანესთეზიოლოგია

ანესთეზიოლოგია

ანესთეზიოლოგია კლინიკური მედიცინის დარგია, რომელიც მოიცავს სრულ პრე- ინტრა და პოსტოპერაციულ ანესთეზიურ უზრუნველყოფას ქირურგიული ოპერაციების ან დიაგნოსტიკური მანიპულაციების დროს (სადაც ანესთეზიაა ნაჩვენებია), პოსტანესთეზიური (გამოფხიზლების) პერიოდის მართვას, აგრეთვე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი (ქირურგიული და თერაპიული პროფილის) პაციენტების მონიტორინგსა და მკურნალობას, ვიდრე ისინი საჭიროებენ.

სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფას ან ორგანოთა დახმარება-ჩანაცვლებას (მათ შორის იგულისხმება ქირურგიული ჩარევების შემდგომი სრული სტაბილიზაცია).

ანესთეზიოლოგია ასევე მოიცავს ნებისმიერი გენეზის მწვავე და ქრონიკული ტკივილის მართვას.

ანესთეზიის რამდენიმე სახეობა არსებობს:

  • ზოგადი ბალანსირებული ანესთეზია;
  • ტოტალური ინტრავენური ანესთეზია;
  • რეგიონული ანესთეზიის სხვადასხვა მეთოდები;
  • ინტრავენური სედაცია ამბულატორიულ ქირურგიაში და საოპერაციოს გარეთ დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩასატარებლად;
  • ტკივილის სინდრომის ეტიოპათოგენეზური პროფილაქტიკა და მკურნალობა;

კლინიკები