ნევროლოგია

ნევროლოგია

ნევროლოგია უზრუნველყოფს ნერვული სისტემის პათოლოგიური მდგომარეობების ფართო სპექტრის დიაგნოსტირებას და მკურნალობას ყველა ასაკის პაციენტებში. ეს სპექტრი მოიცავს ისეთ დარღვევებს, რომლებიც მოქმედებენ თავის ტვინზე, ხერხემალზე, ნერვებზე და კუნთებზე, მაგალითად: ეპილეფსია, მოძრაობის დარღვევები, დემენცია და სხვა კოგნიტური დარღვევები, ინსულტი, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები, ნერვული სისტემის სიმსივნე, გაფანტული სკლეროზი, ტკივილის სინდრომი, აუტოიმუნური დაავადებები, ბავშვთა ნევროლოგიური დარღვევები, პერიფერიული ნევრალგია, თავის ტკივილი, ძილის დარღვევები ან ლაპარაკის პათოლოგია.

ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისა და წარმატებული მკურნალობის დაგეგმარებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი სპეციფიური ელექტროფიზიოლოგიური ტესტების ჩატარება, როგორიცაა:

  • ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) - თავის ტვინი ელექტრული აქტივობის გამოკვლევა;
  • ნერვული გამტარებლობის გამოკვლევა და ელექტრომიოგრაფია - პერიფერიული ნერვების და კუნთების ელექტრული აქტივობის გამოკვლევა;
  • ეეგ-ს ხანგრძლივი ვიდეო მონიტორინგი (VEM) - რამდენიმე დღიანი სტაციონარული მონიტორინგი კრუნჩხვითი დარღვევების გამოვლენის და დახასიათების მიზნით;
  • მოძრაობის დარღვევების (მაგ. ტრემორი, მიოკლონსი) ელექტრო-ფიზიოლოგიური გამოკვლევა;
  • ბოტულინის ტოქსინის ინექციური თერაპია მოძრაობის დაღვევების დროს;
  • ვიზუალურად გამოწვეული პოტენციალები (VEP) - მხედველობითი გამტარი გზების ელექტრული თვისებების გამოკვლევა;
  • სომატოსენსორულად გამოწვეული პოტენციალები (SEP) - პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის ელექტრული თვისებების გამოკვლევა;
  • რაოდენობრივი სენსორული ტესტირება (QST) - ტემპერატურული და ვიბრაციული სენსორული ზღვარის დადგენა;
  • სიმპატიური და პარასიმპატიური ნერვული სისტემის გამოკვლევა;
  • მხედველობის ველის გამოკვლევა ხამფრის ტესტის გამოყენებით;

ნევროლოგია მკურნალობის უახლესი მეთოდების გამოყენებით ეფექტურად და დროულად ებრძვის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ხშირად ლეტალურ პათოლოგიურ ნევროლოგიურ მდგომრეობას - ინსულტს. სამკურნალო მეთოდის არჩევა ხდება ინსულტის სახეობის, მისი გამომწვევი მიზეზის და თავის ტვინის დაზიანებული უბნის მიხედვი. ზოგ შემთხვევაში მკურნალობა კონსერვატიულია სამკურნალო პრეპარატების გამოყენებით, რომლებიც ხელს უშლიან ახალი თრომბების წარმოქმნას და უზრუნველყოფენ არსებული თრომბული მასების დაშლას, ამცირებენ არტერიულ წნევას და ქოლესტერინის რაოდენობას.

კლინიკები