ტოქსიკოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს შხამიანი ნივთიერებების თვისებებს, ცხოველურ ორგანიზმებზე ამ ნივთიერებათა მოქმედების მექანიზმებს, მათ მიერ გამოწვეულ პათოლოგიურ პროცესს (მოწამვლას), მის მკურნალობას და პროფილაქტიკას. ტოქსიკოლოგია შეისწავლის ყოველგვარი ბუნების შხამებს: ქიმიურ შენაერთებს, პესტიციდებს, რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბაქტერიულ ტოქსინებს და არაორგანულ, მცენარეული და ცხოველური ბუნების სხვა შხამიან აგენტებს. ჯერ კიდევ ძველი დროის მედიცინა იცნობდა ზოგიერთ შხამს და მოწამვლის სახეს, რაც ასახულია დისკორიდეს და გალენოსის შრომებში.