ოტო-რინო-ლარინგოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ყურისა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს.
ოტო-რინო-ლარინგოლოგია ფართოდ იყენებს ოპტიკურ ხელსაწყოებს, რომელთა დახმარებითაც ხდება ყურის, ცხვირის ღრუს, ხახის, სასულის, ბრონქების და საყლაპავის დათვალიერება, აგრეთვე სხვადასხვაგვარი მანიპულაცია და ქირურგიული ჩარევა. ავადმყოფების გამოკვლევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სმენისა და ვესტიბულური ფუნქციების შესწავლას. ოტო-რინო-ლარინგოლოგიის დიდი მიღწევაა მიკროქირურგიული მეთოდების ფართოდ გამოყენება დაავადებათა სამკურნალოდ.