ენდოკრინოლოგია უზრუნველყოფს ჰორმონული დარღვევების დიაგნოსტირებას და მკურნალობას. ჰორმონები - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნება ადამიანის სხეულში შიდა სეკრეციის ჯირკვლების მიერ (მცირე ორგანოების და ქსოვილების ჯგუფი ორგანიზმში). ჰორმონები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ნივთიერებების ცვლაში, ზრდასა და განვითარებაში, მონელებაში, სექსუალურ ფუნქციაში, რეპროდუქციულ სისტემაში და სხვა ფუნქციებში, რომლებიც საჭიროა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. ასევე ჰორმონები ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ხასიათზე. ჰორმონების ნორმალური დონე განსხვავდება სხვადასხვა სქესსა და ასაკში. ისინი წარმოადგენენ ძლიერ ნივთიერებებს, ამიტომ დონის მცირე ცვლილებაც კი, რომელიც განაპირობებს ჰორმონის/ჰორმონების სიჭარბეს ან ნაკლებობას, შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვან ცვლილებებს ცალკეულ უჯრედებში ან მთელ ორგანიზმში. ამავე დროს ეს პათოლოგიური ცვლილებების შეიძლება ხანგრძლივად არ გამოვლინდეს სიმპტომების სახით, ამიტომ მნიშვნელოვანია ჰორმონული დონეების რუტინული შემოწმება დროული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მიზნით. ენდოკრინული დაავადებები შეიძლება იყოს კომპლექსური და ერთროულად მოიცავდნენ ორგანიზმის რამდენიმე სისტემას ან მთელ ორგანიზმს.
ენდოკრინოლოგიაში ხდება შემდეგი ორგანოების დაავადებების მკურნალობა:
- ნეიროენდოკრინული დარღვევება
- ჰიპოფიზის დაღრვევები
- ფარისებრი ან პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადებები
- ლიპიდური დარღვევები (მეტაბოლური სინდრომები)
- ოსტეოპოროზი, კალციუმის ათვისების დარღვევები
- თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები
- ზრდის ჰორმონის ნაკლებობა
- რეპროდუქტიული დარღვევები (მათ შორის ჰიპოგონადიზმი, სპერმატოგენეზის და ოვულაციის ინდუქცია)
- ენდოკრინული სიმსუქნე
- პანკრეასის დაავადებები
- შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი
- ორსულობისას განვითარებული ენდოკრინული დარღვევები
- ენდოკრინული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები (სიმსივნე)