ინ-ვიტრო განაყოფიერება (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. შედეგად, მიღებული ემბრიონის ქალის საშვილოსნოში გადატანა ხდება.
ინ-ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა რამოდენიმე ეტაპისგან შედგება:
- საკვერცხეების სტიმულაცია;
- კვერცხუჯრედის ასპირაცია (ამოღება);
- განაყოფიერება და ემბრიონის განვითარება;
- ემბრიონის გადატანა საშვილოსნოში;
- დარჩენილი ემბრიონების გაყინვა.