სასტუმრო მუზეუმი

სასტუმრო მუზეუმი

ორბელიანების სასახლე, სადაც სასტუმრო მუზეუმია განთავსებული ისტორიული ნაგებობაა, სადაც საუკუნეების წინ დიდგვაროვანი ორბელიანების ოჯახი ცხოვრობდა. სასტუმრო მუზეუმი თბილისის შუაგულშია განთავსებული. სასტუმროში ორი კვების ობიექტია (სახელგანთქმული ღვინის რესტორანი და ლაუნჯ ბარი ულამაზესი ხედებითა და ტერასით), 46 კომფორტული ნომერი და საკონფერენციო დარბაზი. სასტუმროს აქვს უფასო wi-fi და პარკინგი. მე–19 საუკუნის სტილი, საუცხოო დიზაინი, მუზეუმის არქიტექტურა გულგრილს არ დატოვებს სტუმრებს.