გრიგოლეთი საქართველოს შავი ზღვისპირა კურორტია. სოფელი ბათუმამდე, ლანჩხუთის რაიონში, გურიის დაბლობზე მდებარეობს. აქ გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი. ზღვისპირა კურორტის მოყვარულთათვის, ვისთვისაც ასევე მნიშვნელოვანია სოფლის სიმშვიდე და სიმწვანე, ეს საუკეთესო კურორტია განტვირთვისა და რელაქსაციისთვის. ტურისტებს გრიგოლეთში სხვადასხვა ღირშესანიშნაობის ნახვის საშუალებაც აქვთ: გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, ტბა გრიგოლეთი და სხვა. მთავარი კი გრიგოლეთის ფართო, ქვიშიანი, მაგნიტით გაჯერებული სანაპიროა, რომელიც სამკურნალოდ გამოიყენება და რის გამოც ამ პატარა სოფელს ზაფხულში სტუმარი არ ელევა. გრიგოლეთის სანაპიროს სილამაზე, ფიჭვის ხეები, განსაკუთრებით ამშვენებს გრიგოლეთის განთქმულ პლაჟს.