მკერდის დაპატარავების - რედუქციული მამოპლასტიკის ოპერაციის საშუალებით ხდება დიდი ზომის მკერდის მოცულობისა და ფორმის კორექცია. მაშინ როცა მკერდის გადიდება მხოლოდ ესთეტიკური მიზნების გამო ხორციელდება, მისი დაპატარავება ხშირად აუცილებლობითაა განპირობებული.
მანდილოსნებისათვის დიდი ზომის მკერდს უამრავი პრობლემა მოაქვს: კანის გაღიზიანება, ოფლიანობა, წელისა და კისრის ტკივილი, ძილის დროს სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული სიმპტომებისგან თავის დაღწევა მხოლოდ ოპერაციული მეთოდითაა შესაძლებელი. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მკერდის ის ლამაზი ფორმა, რომელიც ოპერაციის შედეგან მიიღება.