მასაჟი ბალახის ტომსიკებით

მასაჟი ბალახის ტომსიკებით

მასაჟი ბალახის ტომსიკებით - ბალახის მასაჟი შესამჩნევად აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ხსნის სტრესს, შფოთვასა და დაღლილობას, იწვევს ღრმა რელაქსაციის შეგრძნებას, ახდენს ორგანიზმის ქსოვილების სტიმულირებას. მასაჟს ბალახის ტომსიკებით ბევრი დადებითი თვისება აქვს. ორგანიზმზე მისი სხვადასხვაგვარი ზემოქმედება  დამოკიდებულია კომპრესის დასამზადებლად გამოყენებულ მცენარეებზე, არჩეულ მეთოდიკასა და პროცედურის ხანგრძლივობაზე. ამ ტიპის მასაჟი ხშირად გამოიყენება კომპლექსურად ტრადიციულ ტაილანდურ მასაჟთან ერთად. მცენარეული კომპრესის სამკურნალო არომატები და თერმული თვისებები განსაკუთრებით ეფექტურია რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ასთმის, ბრონქიტის, გრიპის მკურნალობისას. ეს კომპლექსური მკურნალობა ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ახდენს დამამშვიდებელ  ზეგავლენას და მუხტავს ორგანიზმს დადებითი ენერგიით.