არომა მასაჟი - არომათერაპიული მასაჟის პროცედურის ჩატარებისას გამოიყენება ეთერზეთები, რომლებიც ავლენს სამკურნალო, დამამშვიდებელ და ტონუსის ამამაღლებელ თვისებებს. როგორც წესი, ეთერზეთები ზავდება ძირითად მცენარეულ ზეთში, რომელსაც იღებენ ნუშისგან, გარგრის კურკის ან ყურძნის წიპწებისაგან. მომადუნებელი მასაჟის დროს კარგი ეფექტი აქვს ლავანდას და ბერგამოტს, ხოლო პიტნა და ევკალიპტი გვეხმარება კუნთების ტკივილის მოხსნაში. სტრესისა და შფოთვის მდგომარეობის მოსახსნელად გამოიყენება მცენარეებისგან, ყვავილებისგან, ხილისა და ხის ქერქისგან მიღებული ეთერზეთები. მასაჟის სხვადასხვა ტექნიკასთან შეხამებით ყოველი ინგრედიენტი აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ბიოენერგეტიკასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე.
