ჩვეულებრივ, კიბო არ არის მემკვიდრეობითი, თუმცა ზოგიერთი ტიპის სიმსივნეზე (ძუძუს, საშვილოსნოს, კოლორექტალური და პროსტატის) გენები ზემოქმედებს და სამწუხაროდ, დაავადება ოჯახში ცირკულირებს.
ძუძუს კიბო, გენი და მუტაცია
ყველაზე ცნობილი გენებია BRCA1, BRCA2, PALB2; ამ გენებმა სავსებით შესაძლებელია მუტაცია განიცადოს და შესაბამისად, ძუძუს ან საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკიც მნიშვნელოვნად იზრდება.
ძუძუს კიბოს ან საშვილოსნოს კიბოს ჩამოყალიბების მაჩვენებელი ძალიან იზრდება თუ ქალი დედისგან ან მამისგან მემკვიდრეობით მიიღებს მუტირებული, ან პათოლოგიური ცვლილების მქონე გენს (ამ გენებიდან BRCA1, BRCA2, PALB2 რომელიმეს).
BRCA და PALB2 გენი უზრუნველყოფს იმას, რომ ძუძუს უჯრედები ნორმალურად, სათანადოდ გაიზარდოს და არ მოხდეს სიმსივნური უჯრედების გამრავლება. თუმცა როდესაც ეს რომელიმე გენი მუტაციას განიცდის, ორგანიზმში სათანადოდ აღარ ფუნქციონირებს, პათოლოგიურად ვითარდება და კიბოს ჩამოყალიბების რისკს ზრდის.
სტატისტიკის თანახმად, ყოველი 10 კლინიკური შემთხვევიდან ერთში გენეტიკაა მთავარი მიზეზი, ანუ პაციენტს ორგანიზმში აქვს BRCA1, BRCA2, PALB2 გენების პათოლოგიური, მუტაციაგანცდილი ფორმა.
აღსანიშნავია, რომ ყოველთვის გენეტიკა არ არის რისკ-ფაქტორი და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბევრ ქალს, ვისაც ძუძუს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, არ ჰქონდა დაავადების ოჯახური ანამნეზი.
თუმცა ონკოლოგების უმეტესობა თანხმდება ერთ საკითხზე - როდესაც სახეზეა საშვილოსნოს ან ძუძუს კიბოს ძლიერი ოჯახური ისტორია (ანუ ეს დიაგნოზი ოჯახში ხშირია) სავსებით მოსალოდნელია, რომ პიროვნება იყოს პათოლოგიური გენის მატარებელი, მემკვიდრეობით ჰქონდეს მიღებული ის გენი, რომელიც ძუძუს კიბოს მაღალ რისკთანაა დაკავშირებული.
ამ რისკ-ჯგუფის განსაზღვრის მიზნით, ტარდება ანალიზი, რომელიც გამოავლენს ადამიანმა მემკვიდრეობით მიიღო თუ არა გენი.
ლაბორატორიული ანალიზის დადებითი შედეგი ნიშნავს იმას, რომ თქვენს ორგანიზმში ნამდვილად არის გენი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო სავსებით შესაძლებელია კიბოს განვითარების მიზეზი გახდეს. მსგავს კლინიკურ შემთხვევებში ონკოლოგმა წინასწარ იცის რისკის შესახებ და გარკვეული გეგმის შემუშავებას ახერხებს, მაგალითად, ძუძუს კიბოს პრევენციისთვის ცვლის თქვენი ცხოვრების წესს, გინიშნავთ რეგულარულ სკრინინგს, არჩევს ეფექტურ პროფილაქტიკურ მეთოდებს, მკურნალობის საშუალებებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თუ იმუნიტეტის გასაძლიერებლად არჩევს ფიზიკური აქტივობის პროგრამას, კვების რაციონს და სხვა.
ყველა ამ საპრევენციო ღონისძიების დროულად გატარების შემთხვევაში, მაპროვოცირებელი გენის არსებობის დროსაც კი, სავსებით შესაძლებელია კიბოსგან თავის არიდება ან ძალიან ადრეულ სტადიაზე გამოვლენა.
როცა ძუძუს კიბოს დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე ხდება, მისი მკურნალობა გაცილებით მარტივია - ადრეულ სტადიაზე პაციენტი ძუძუს კიბოსგან სრულად იკურნება!
გენეტიკური კვლევისას დადებითი შედეგის არ შეგეშინდეთ, ჩათვალეთ კიბოს დამარცხების ეტაპზე პირველი და მთავარი ნაბიჯი გადადგით.
როდესაც კვლევით დასტურდება, რომ პიროვნება გენის მატარებელია ეს იმას ნიშნავს რომ ან ჩამოყალიბდება კიბო, ან არა. გახსოვდეთ, გენი მხოლოდ ნაწილობრივ განსაზღვრავს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასევე საყურადღებოა თქვენი პირადი სამედიცინო ისტორია, ცხოვრების სტილი, გარემო - ტესტირებით სწორედ ამ რისკ-ფაქტორების მინიმუმამდე შემცირებაა შესაძლებელი.
რას გთავაზობთ აი-ლაბ ლაბორატორია?
აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია გთავაზობთ გენეტიკურ ანალიზს ძუძუს კიბოს მიმართ.
აი-ლაბ ლაბორატორია I-Lab ლაბორატორია ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის შვილობილი კომპანია და თურქული კლინიკათა ქსელის „აჯიბადემის“ ოფიციალური პარტნიორია საქართველოში - ლაბორატორიაში მიიღებთ უტყუარ, ზუსტ პასუხს.
ანალიზი შეგიძლიათ ჩაიტაროთ თქვენთვის სასურველ დროს, კვირის ნებისმიერ დღეს.
ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი ყველა პროტოკოლი, გელით უსაფრთხო და კომფორტული გარემო.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
Tel: (+995) 595380038;
WhatsApp: (+995) 595380038;
Viber: (+995) 595380038;
Telegram: (+995) 595380038;
Skype: (+995) 595380038;
Facebook: Health Tourism Int. Center